კოლეჯის ისტორია


საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" მრავალწლიანი ისტორია აქვს.

ქ. ქობულეთში, 1963 წელს დაარსდა საშუალო ტექნიკური პროფესიული სასაწავლებელი. წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა დაწესებულება. მრავალი წარმატებული რეფორმის შედეგად, 2012 წელს, სასწავლებლის ბაზაზე, პირველად ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა საზოგადოებრივი კოლეჯი, გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭა საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" სტატუსი.

ავტორიზაციის პროცესების პარალელურად იხვეწებოდა სასწავლო პროგრამები, შესაბამისი მატერიალური რესურსები.

2015 წლიდან კოლეჯი აქტიურად ჩაერთო ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების პროცესებში, ასევე მოდულური პროგრამების პილოტირებაში.

უკვე 2016 წლის რეავტორიზაციის დროს კოლეჯმა პროფესიული განათლების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღო უფლებამოსილება 29 მოდულური პროგრამების განხორციელების შესახებ.

დღევანდელი მდგომარეობით კოლეჯი ავტორიზირებულია 52 საგანმანათლებლო პროგრამაზე, (მათ შორის 9 დუალური) და 2264 პროფესიულ სტუდენტზე. კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა პასუხობს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. კოლეჯს გააჩნია ადაპტირებული გარემო შშმ პირებისათვის, საერთო საცხოვრებელი, სასტუმრო. საბიუჯეტო, გრძელვადიან პროგრამებთან ერთად კოლეჯი ახორციელებს კერძო პირების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს.

კოლეჯი მუდმივად ზრუნავს ხარისხის ამაღლებისათვის. ჩართულია საქართველოში განხორციელბულ ყველა მნიშვნელოვან პროექტში. 2016 წელს კოლეჯმა ერთერთმა პირველმა ქვეყანაში გაიარა ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელი EFQM-ის (გზა სრულყოფისაკენ) ვალიდაცია.

კოლეჯში დასაქმებულია 105 მაღალკვალიფიციური პედაგოგი, რომლთა უმრავლესობა მოწვეულია შესაბამისი ბიზნესიდან, მათი გადამზადება განხორციელდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პროექტების ფარგლებში და უცხოელი პარტნიორების დახმარებით.

კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიული განათლების დაწესებულებებთან, როგორც ქვეყნის შეგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. აღსანიშნავია მჭიდრო თანამშრომლობა ესტონეთის ქ. ვალგას პროფესიულ სასწვლებელთან და გერმანიის ქ. ბერლინის ბრილატ სავალინის კოლეჯთან. მათთან ხორციელდება გაცვლითი პროგრამები პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის.

2017-2018 წლებში კოლეჯს გააჩნდა ფილიალი ბათუმში, ხოლო 2018 წლიდან დაიწყო მუშაობა მაღალმთიან აჭარაში, დაბა ხულოში ფილიალის გახსნისათვის.

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯის "ახალ ტალღა" საკუთრებაშია ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქ # 154-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ფართი 9104 კვ.მ) და ამ ნაკვეთზე განლაგებული 3 სასწავლო და რამოდენიმე დამხმარე შენობა-ნაგებობა, რომელთა საერთო ფართია 7299,3კვ.მ.

I კორპუსი: სულ ფართი - 1007,6 კვ.მ.

II კორპუსი: სულ ფართი - 3064,9კვ.მ.

III კორპუსი: სულ ფართი - 1690,1 კვ.მ.

სულ დაწესებულების ბაზაზე არსებობს 40 სასწავლო ლაბორატორია და 21 აუდიტორია თეორიული სწავლებისათავის. კოლეჯს გააჩნია სასწავლო სასტუმრო, საერთო საცხოვრებელი, ორი სამზარეულო, ორი რესტორანი, სპორტული მოედანი, ასევე გააჩნია სატრანსპორტო საშუალებები (5 ერთეული). კოლეჯი ადაპტირებული შშმ პირებისათვის. (აგებულია სტანდარტული პანდუსები, ლიფტები და ა.შ).

"თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა"