გმადლობთ რომ გამონახეთ დრო და ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს.
კოლეჯი "ახალი ტალღა", 2012 წელს შეიქმნა, ამავე მისამართზე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე. ჩვენი სასწავლებელი არსებობს 1963 წლიდან, ვახორციელებთ 52 საგანმანათლებლო პროგრამას და ავტორიზებული ვართ 2000-ზე მეტ პროფესიულ სტუდენტზე.

ვრცლად ...

ნახეთ ვიდეო

სიახლეები

12.03

GIZ პროგრამების დირექტორის ვიზიტი ჩვენს კოლეჯში

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა", ეწვია GIZ პროგრამების დირექტორი იოჰანეს სტრიტმატერი. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრა კოლეჯის წამყვან პარტნიორ ბიზნეს წარმომადგენლებთან, მათ შორის შპს "ბლექსი რიზორტსი" (სასტუმრო "პარაგრაფი") HR ნანა ყუფუნიასთან და რუსუდან შაქარიშვილთან, სასტუმრო "ჯორჯია პალასი"- ირაკლი წულუკიძე, სამშენებლო კომპანია "ანაგის" - წარმომადგენელთან ბადრი ნოღაიდელთან. კოლეჯში მოეწყო ინფო-ტური, შეხვდნენ სტუდენტებს და დაიგეგმა მომავალი ურთიერთანამშრომლობა კოლეჯის კურსდამტავრებულთა პრაქტიკისა და დასაქმების მიმართულებით.

ვრცლად

11.03

დაიწყო მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელება

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოსთან ერთად მომზადება-გადამზადების 4 თვიანი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში 100 ბენეფიციარი გადაემზადება, სპეციალობები შეირჩა ბიზნესის მოთხოვნის საფუძველზე ტურიზმისა და საამშენებლო მიმართულებით. ამ მიზნით პროექტის განხორციელებისათვის ბათუმში გაიხსნა კოლეჯის ფილიალი სასტუმრო "სპექტრუმის" ბაზაზე.

ვრცლად

სტუდენტები ჩვენს შესახებ

  • "ახალი ტალღას" ფიზიკური, ადაპტირებული გარემო გვაძლევს შესაძლებლობას ყველას, შევიძინოთ სასურველი პროფესია. ხარისხიანი სწავლით ავიხდინე ჩემი დიდი ხნის "ოცნება" და გავხდი "ღონისძიების მენეჯერი".
    ამაყი ვარ, რომ ახალტალღელი მქვია!

    ნინო ნოღაიდელი

  • მე ვამაყობ რომ ვსწავლობ საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" სანამ პროფესიული სტუდენტი გავხდებოდი კარგი იმედები მქონდა და ასეც მოხდა ჩემი იმედები გამართლდა, კოლეჯში დამხვდა საუკეთესო გარემო, აქტიური სტუდენტური ცხოვრება, ღონისძიებები და გასართობი სპორტული თამაშები რომელშიცვ აქტიურად ვღებულობ მონაწილეობას.

    ბესიკ კენჭაძე

  • დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა შემესწავლა კომპიუტერული ხმოვანი პროგრამა უსინათლოებისთვის, მაგრამ საშუალება არ მქონდა. ამის გარეშე კი ცოტა რთულია სამსახურის პოვნა. შემიძლია თამამად ვთქვა , რომ კოლეჯმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ძალიან დიდი ცოდნა მივიღე, ძალიან კარგი გარემოა, კარგი პედაგოგები ჰყავთ.

    ია გოგუაძე