21.09.2017

დღეს საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა " პიარ აქტივობების განმახორციელებელი ჯგუფი იმყოფებოდა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, საშემოდგომო მიღებასთან დაკავშირებული პროფორიენტაციის მიზნით .

15.09.2017

დღეს საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა " სტუდენტები შეურთდნენ ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ქალაქის დასუფთავების აქციას.

15.09.2017

საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა" ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუმრობდა გაეროს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე , ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ამ დღესთან დაკავშრებით , ამასთანავე გაეცნო სამაცივრე მოწყობილობების ტექნიკოსის კურსის სწავლების მეთოდებს.

09.09.2017 

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა განათლების ექსპერტი ევროკავშირიდან.
რომელიც გაეცნო კოლეჯში პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სამსახურის მუშაობას.

23.08.2017

მიმდინარე წლის 22-23 აგვისტოს საზოგადოებრივ კოლეჯში " ახალი ტალღა" მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში , იმყოფებოდა მოწვეული ექსპერტები უცხოეთიდან , რომლებმაც კოლეჯის 12 პედაგოგს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე: სტუდენტზე ოროენტირებული განათლების თანამედროვე მეთოდები

20.08.2017

საზოგადოებრივი კოლეჯი " ახალი ტალღა " აქტიურად მონაწილეობდა 19-20 აგვისტოს ქ.ბათუმის ცენტრალურ პარკში გამართულ ფესტივალში ,, Adjara Picnic Fest 2017 ''

31.07.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა 
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „საზაფხულო სკოლა“ მონაწილეები ხელმძღვანელებთან ერთად.

31.07.2017

დღეს საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა " დირექტორი ბ-ნ დავით მჭედლიშვილი შეხვდა კოლეჯის სტუდენტებს , შეხვედრის მიზანი იყო განხილვა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების.

31.07.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " 
სტუმრობდა ქ.ქობულეთში მდებარე "გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშთა სახლი"-ს წარმომადგენლები , რომელთანაც იგეგმება სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა.

29.07.2017

29-30 ივლისს საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" ტარდება ტრენინგი თემაზე " არაფორმალური განათლების აღიარება მეთოდოლოგიის დანერგვა" 
ტრენინგს ახორციელებს სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია" ტრენინგის მიზანია: არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დანერგვის მხარდაჭერა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში.

28.07.2017

2017წლის ,,პროფესიულიგადამზადების’’ 
შედეგების ანგარიში.

28 ივლისს, ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ახალი ტალღა’’დასაქმების სააგენტოს 2017 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამა ,,პროფესიული გადამზადების’’ 84 კურსდამთავრებულს პროფესიის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა.
ქვეპროგრამა,,პროფესიული გადამზადების’’ ფარგლებში სწავლა 100-მაბენეფიციარმა საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ახალ ტალღა’’ შემდეგ სპეციალობებში დაიწყო: ბართენდერი,ელექტრო შემდუღებელი, კონდიტერი, მზარეული, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, რესტორნის სერვის მენეჯერი და სტილისტი. პროფესიებში თეორიულ სწავლებასთან ერთად პროგრამა უცხო ენების (რუსული, ინგლისური ან თურქული არჩევით) შესწავლას და საწარმოო პრაქტიკის ერთრთვიან კურსს ითვალისწინებდა.
დღეის მდგომარეობით, კურსდამთავრებულთაგან 42 ბენეფიციარი უკვე დასაქმდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის და დასაქმების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

20.07.2017

მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით საზოგადოებრივ კოლეჯში „ ახალი ტალღა „ იმყოფებიან გერმანელი ექსპერტები , რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტურიზმის მიმართულების სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული სწავლებით, ასევე იმ ობიექტებით სადაც კოლეჯის პროფესიული სტუდენტები გადიან პრაქტიკას.
ამასთანავე დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს „ ახალი ტალღა „ სტუმრობს კურორტ „ ბახმარო „ -ს განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გერმანიდან, რომელთანაც დაგეგმილია სამომავლო პარტნიორობა განათლების სფეროში.

14.07.2017

საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა " ბიბლიოთეკაში ინგლისური ენის პედაგოგების მიერ მოხდა სწუდენტებზე ინფორმაციის მიწოდება , როგორც ელექტრონული წიგნების ასევე სხვადასხვა საიტების შესახებ , რისი საშუალებითაც სტუდენტებს საშუალება აქვთ დამოუკიდებლად გაიღრმაონ ინგლისური ენის ცოდნა.

13.07.2017

საზოგადოებრივ კოლეჯს „ახალი ტალღა“ და პროფესიულ კოლეჯს " სპექტრი" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

13.07.2017

საზოგადოებრივ კოლეჯს „ახალი ტალღა“ და შპს „საქართველოს ბიზნესის აკადემია „ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

13.07.2017

საზოგადოებრივ კოლეჯში „ ახალი ტალღა „ კიდევ ერთი შეხვედერა გაიმართა მილენიუმის პროექტთან დაკავშირებით. სპექტრის კოლეჯმა "Pearson"-ის პროექტის ფარგლებში წარმოადგინა პრეზენტაცია შემდუღებლის და ელექტრიკოსის სწავლების პროგრამაზე.

 

13.07.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს „ ახალი ტალღა „ სტუმრობდა ქ.ქობულეთში გამართულ „ნარიჯისფერი ქობულეთი“ ფესტივალზე მოწვეული მოცეკვავეების ანსამბლი „ვალგა“ ესტონეთიდან, სტუმრებმა კოლეჯის ეზოში რამოდენიმე სანახაობრივი ნომერი წარმოადგინეს.

13.07.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯში „ ახალი ტალღა“ ჩატარდა საინფორმაციო სემინარი-კონფერენცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების მონაწილეობით. 
სემინარს ესწრებოდა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული სასწავლებლების პარტნიორები ბიზნეს სექტორიდან, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე. სემინარი მიზნად ისახავდა წარმატებული მაგალითების გაზიარებას.

13.07.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯში „ ახალი ტალღა „ 
დიპლომები გადაეცათ ქართულ ესტონური პროექტის ფარგლებში ლოგისტიკის მიმართულებით კურსდამთავრებულებს.

10.07.2017

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „ნარინჯისფერი ქობულეთი" 2017 წლის ივლისში მეთოთხმეტე საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი გაიმართება, რომლის პარტნიორი გახლავთ საზოგადოებრივი კოლეჯი " ახალი ტალღა " , ამასთანავე ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს კოლეჯის სპეციალობა " ღონისძიების მენეჯერის " პროფესიული სტუდენტები. 
ფესტივალში მონაწილეობას იღებს "ახალი ტალღა"-ს პარტნიორი კოლეჯის წარმომადგენლები ესტონეთიდან ,ანსამბლი " ვალგა ".

საზოგადოებრივი კოლეჯი " ახალი ტალღა" გისურვებთ წარმატებებს !

07.07.2017

2017 წლის 7 ივლისს საზოგადოებრივ კოლეჯში " ახალი ტალღა " ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ -ის პროექტი „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავდა აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირებას და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლებას რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.
პროექტში მონაწილე ბენეფიციარები სხვადასხვა მიმართულებით გადაემზადნენ საზოგადოებრივ კოლეჯ " ახალ ტალღა"-ში რომლებსაც შემაჯამებელ საღამოზე ცოდნის დამამტკიცებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

საზოგადოებრივი კოლეჯი " ახალი ტალღა " გისურვებთ წარმატებებს!

" თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა"

 

03.07.2017

საზოგადოებრივი კოლეჯი „ ახალი ტალღა „ აქტიურად თანამშრომლობს სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვე პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ განათლების პროექტებში ,ამჟამად კოლეჯში პროექტის ფარგლებში ირიცხება 4 პროფესიული სტუდენტი სხვადასხვა სპეციალობაზე.
დღეს პროექტის ორგანიზატორებმა მოინახულეს სტუდენტები და კოლეჯის დირექციასთან ერთად შეისწავლეს სტუდენტების დღის წესრიგის მიერ გათვალისწინებული საკითხები.

01.07.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა " სტუმრობდა ქ.ქობულეთის დამეგობრებული ქვეყნების (ლიტვა,ლატვია,უკრაინა,სასომხეთი,პოლონეთი) წარმომადგენლები.

28.06.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯში " ახალი ტალღა " საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) , პროექტის " მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში"-ის ფარგლებში , გამართა ტრენინგ-სემინარი მიგრაციასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

26.06.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა ახალგაზრდული ასოციაცია " დრონი"-ის წარმომადგენლები შვედ კოლეგებთან ერთად. სტუმრობის მიზანი იყო განხილვა სამომავლო ერთობლივი პროექტების.

 

25.06.2017

საზოგადოებრივი კოლეჯი " ახალი ტალღა" აქტიურად მონაწილეობდა 25 ივნისს ქ.ბათუმში ჩატარებულ მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

 

23.06.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა" , სტუმრობდა ორგანული აკვაკუიტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯი"-ს გამგეობის თვმჯდომარე სოფო დიასამიძე, სტუმრობის მიზანი იყო საკვირაო სკოლა იხტიოლოგიაშია, სადაც ერთი თვის განმავლობაში გადამზადდება დაინტერესებული სტუდენტები, ტურიზმისა და აგრალური მიმართულებით.

20.06.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა ერთერთი პარტნიორი ქ.ქობულეთში მდებარე სარესტორნო ქსელიდან " ატლანტიდა" , სტუმრობის მიზანი იყო დაინტერესებული პროფესიული სტუდენტების დასაქმება, სარესტორნოს , ბარმენის და ბუღალტერიის მიმართულებით.

19.06.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს „ ახალი ტალღა „ სტუმრობდა ბოსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქიმია ბიო-ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-ექიმი, რომელმაც კოლეჯის სტუდენტებს გაუკეთა პრეზენტაცია თავის კვლევებთან დაკავშირებით, ამასთანავე საჩვენებლად გააკეთა მარტივი ცდა „DNM”-ის და გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

16.06.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლა.
სტუმრობის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება კოლეჯში არსებული პროფესიების შესახებ.

15.06.2017

ქობულეთში ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა. სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა " სტუდენტები გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებთან და ქობულეთელ ვეტერანებთან ერთად .

13.06.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ყოროლის თავის საჯარო სკოლა. 
სტუმრობის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება კოლეჯში არსებული პროფესიების შესახებ.

13.06.2017

საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ მზარეულის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ ესტონეთის ქალაქ პიარნოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მზარეულის კონკურსში, სადაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს კერძების გრილზე მომზადებაში ეჯიბრებოდნენ.
" ახალი ტალღა"-ს სტუდენტებმა II საპრიზო ადგილი მოიპოვეს და პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვნდნენ.
ამასთანავე ფესტივალის ფარგლებში სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ვალგაში მიმდინარე ქალაქის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, პოპულარიზაცია გაუწიეს ქართულ სამზარეულოს და ქართული კერძები წარმოადგინეს.

13.06.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა "USAID"-ის წარმომადგენლები ნორვეგიიდან, სტუმრობის მიზანი იყო განხილვა სამომავლო თანამშრომლობის განათლების სფეროში.

07.06.2017

საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა" სპეციალობა " სტილისტი"-ს სტუდენტები, ქ.ბათუმის მოხუცებულთა თავშესაფარ " მოხუცებულთა სავანე"-ს ესტუმრნენ , რომლებმაც თავშესაფარში მცხოვრებ ხანდაზმულებს სასურველი ვარცხნილობები შეურჩიეს.

05.06.2017

საზოგადოებრივ კოლეჯში " ახალი ტალღა " დასრულდა მინი-ფეხბურთის კვირეული ვაჟებს შორის, სადაც გამარჯვებულ გუნდად სპეციალობა " ბართენდერი "-ს სტუდენტები გამოვლინდა. რომლებიც გაემგზავრებიან გასვლითი ტურით აჭარის მიმდებარე ტერიტორიაზე ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

 
02.06.2017

საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" სტილისტის პროფესიული მომზადების მოკლევადიან სასწავლო პროგრამაზე სწავლა 8 ეკოლოგიურმა და შრომითმა მიგრანტმა დაიწყო.
ბენეფიციარები სასწავლო კურსს პროექტის "მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში" ფარგლებში უფასოდ გაივლიან, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

02.06.2017

საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" სტუმრობდა ერთერთი მსხვილი დამსაქმებელი შეკვეთილში მდებარე სასტუმრო "Hotels MC", სასტუმროს ადმინისტრაციამ კოლეჯის სტუდენტებისათვის მოაწყო ღია კარის დღე, სადაც ინდივიდუალურად ხდებოდა გასაუბრება დაინტერესებულ პროფესიულ სტუდენტებთან.

საზოგადოებრივი კოლეჯი " ახალი ტალღა " გისურვებთ წარმატებებს!
"თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა"

01.06.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯში " ახალი ტალღა " იმყოფებოდა მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა მონიტორინგი სასწავლო პროცესში ინგლისური ენის ჩართულობის ნაკლოვანებებზე და უპირატესობებზე,ამასთანავე დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობები.

 
01.06.2017
 

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯში " ახალი ტალღა " მოეწყო ღონისძიება ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებაში აქტიურად ჩართული იყვნენ სპეციალობა " ბაგა ბაღის აღმზრდელი პედაგოგი" -ს სტუდენტები, ამასთანავე კოლეჯის ბაზაზე არსებული ბაღის " რაო-რაოს" პედაგოგები და აღსაზრდელები, კოლეჯის ეზო მოიხატა ფერადი ცარცებით და გამოიფინა ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები.

საზოგადოებრივი კოლეჯი " ახალი ტალღა " გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!!!
ბედნიერ ბავშვობას და ნათელ მომავალს გისურვებთ !

31.05.2017

საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა სადაზღვეო კომპანია " ირაო " , კომპანიის წარმომადგენლებმა კოლეჯის თანამშრომლებს გააცნეს კომპანიის მომსახურების სფერო და სიახლეები.

30.05.2017

საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" მზარეულის პროფესიული მომზადების მოკლევადიან სასწავლო პროგრამაზე სწავლა 8 შრომითმა მიგრანტმა დაიწყო.
ბენეფიციარები სასწავლო კურსს პროექტის "მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში" ფარგლებში უფასოდ გაივლიან, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

29.05.2017

საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " მოდულარულ პროგრამებთან დაკავშირებით სტუმრობდა რუსთაველის ფონდის წარმომადგენელი.-მარიამი პაპიაშვილი რომელმაც კვლევა ჩაატარა თემაზე: "პროფესიულ სასწავლებლებში მოდულური პროგრამების შეფასების პოლიტიკის, პრაქტიკის და დამოკიდებულებების შესწავლა’’

29.05.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯში " ახალი ტალღა" დაიწყო კვირეული მინი-ფეხბურთი ვაჟებს შორის, სადაც კოლეჯში არსებული ყველა სპეციალობის სტუდენტები ღებულობენ მონაწილეობას, თამაშის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზირება და კოლეჯის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება.

29.05.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა დელეგაცია გერმანიიდან.
კოლეჯში მოეწყო ინფო-ტური , არსებულ სპეციალობებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამასთანავე დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა განათლების სფეროში.

28.05.2017

აზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა " ბათუმის ტრენინგ-ცენტრს სტუმრობდა დელეგაცია გერმანიიდან, სტუმრობის მიზანი იყო განხილვა სამომავლო თანამშრომლობის განათლების სფეროში.

24.05.2017

საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" სტაჟირებაზე მყოფმა ესტონელმა მზარეულის სპეციალობის სტუდენტებმა პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს, ქართული საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლოგია..

23.05.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა „ ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარი თემაზე: ლოგისტიკის საერთაშორისო პროგრამის განხილვა.

22.05.2017

საზოგადოებრივ კოლეჯში " ახალი ტალღა " დაიწყო საიუბილეო კვირეული და გაგრძელდება 25 მაისის ჩათვლით.
კვირეულის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა და სხვადასხვა აქტივობები.

ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი " ახალი ტალღა " 54 წლისაა!!!

19.05.2017

საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა დელეგაცია ბელორუსიიდან, სტუმრობის მიზანი იყო განხილვა სამომავლო თანამშრომლობის განათლების სფეროში.

19.05.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა სადაზღვეო კომპანია " უნისონი " , კომპანიის წარმომადგენელმა კოლეჯის თანამშრომლებს გააცნო კომპანიის მომსახურების სფერო და სიახლეები.

17.05.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა " Pearson BTEC" -ის ცენტრის ექსპერტი ბრიტანეთიდან. სტუმრობის მიზანი იყო , კოლეჯის "Pearson"-ის სტანდართებთან შესაბამისობის კვლევა.

16.05.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა სადაზღვეო კომპანია " იმედი L " , კომპანიის წარმომადგენლებმა კოლეჯის თანამშრომლებს გააცნეს თავიანთი მომსახურების სფერო და სიახლეები.

15.05.2017

საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა" სასტუმროს საქმის სპეციალობის სტუდენტებს "Hotel MC" დასუფთავების განყოფილების დირექტორმა ჟანა გამხიტაშვილმა ჩაუტარა დასუფთავების თემასთან დაკავშირებული პრაქტიკული გაკვეთილი.

15.05.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა ორგანიზაცია ა(ა)იპ შშმ პირთა უფლებებისათვის, სტუმრობის მიზანი იყო სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

 15.05.2017

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა ჩაისუბნის საჯარო სკოლა.სტუმრობის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება კოლეჯში არსებული პროფესიების შესახებ. 

12.05.2017

2017 წლის 12-დან 14 მაისის ჩათვლით, ქ.ბათუმში, სასტუმრო: ,,შერატონში“ მიმდიმარეობდა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო გამოფენა , სადაც აქტიურად მონაწილეობდა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ 

 09.05.2017

დღეს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აჭარის განათლების,კულტურის და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად სტუმრობდა.

 

08.05.2017
დღეს ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა " ქ. ბათუმის ტრენინგ- ცენტრი საქართველოს და აჭარის განათლების მინისტრებმა ოფიციალურად გახსნეს. დაათვალიერეს ცენტრში არსებული კლას-ლაბორატორიები და სწავლის პროცესებს დაესწრნენ, ასევე შეხვდნენ კერძო სექტორისა და დასაქმების სააგენტოების წარმომადგენლებს და სამომავლო პროგრამების განხორციელებასა და გადამზადებული სტუდენტების დასაქმებაზე ისაუბრეს.

 

06.05.2017
საზოგადოებრივი კოლეჯი " ახალი ტალღა " აქტიურად მონაწილეობდა ქ. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გამართულ "ბამბუკის გამოფენა"-ში.

 

04.05.2017
დღეს საზოგადოებრივ კოლეჯში „ ახალი ტალღა“ კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების წარმომადგენლებმა კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს წარუდგინეს პრეზენტაცია დაცული ტერიტორიების და მისი მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები ამ საკითხების ირგვლივ.

 

29.04.2017
დღეს საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა" ბათუმის ტრენინგ ცენტრში , Hotels MC დასუფთავების განყოფილების დირექტორმა ჟანა გამხიტაშვილმა ჩაატარა მასტერკლასი თემაზე: დასუფთავების განყოფილების როლი სასტუმრო ინდუსტრიაში , დასუფთავების საერთაშორისო სტანდარტები .

28.04.2017
საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა " -ს ბიბლიოთეკაში სტუდენტებისთვის მოეწყო სამზარეულოსა და სამედიცინო მიმართულების ახალი ლიტერატურის წარსდგენა. 
ლიტერატურა ხელმისაწვდომია კოლეჯში არსებული მიმდინარე ყველა პროფესიული სტუდენტისათვის.

28.04.2017
დღეს საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა" "მზარეული"-ს და "ავტომობილის დიგნოსტიკოსი"-ის სპეცალობის სტუდენტებს ჩაუტარდათ II საფეხურიდან III საფეხურზე გადამსვლელი გამოცდა.

27.04.17
საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა " სტუდენტებმა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა გამწვანების აქციაში.
სატყეო მეურნეობის ენერგეტიკული ტყის ფართობზე დარგეს 200 ძირი შავი ზღვისპირის ფიჭვი.

27.04.2017
საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" 
სასტუმროს საქმის სპეციალობის სტუდენტებს ჩაუტარდათ ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში. გაკვეთილის თემა იყო: სამსახურის სახეობები მათი ნაკლოვანებები და უპირატესობები.

26.04.2017
საზოგადოებრივ კოლეჯში " ახალი ტალღა " არსებული "English club"-ის ორგანიზებით მოეწყო სტუდენტური აქტივობა "ფლეშმობი".

20.04.2017-28.04.2017

მიმდინარე წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა " პროფესიული პედაგოგები იმყოფებიან ესტონეთში- "საუკეთესო ესტონური გამოცდილების გაზიარება, რათა მხარი დავუჭიროთ კონკურენტუნარიანობას საქართველოს განათლების სექტორში" პროექსტის ფარგლებში სტაჟირებაზე.

სტაჟირებას გადიან ორი მიმართულებით: "ლოჯისტიკა" და "ლანჩაფტის დიზაინი", ეცნობიან ესტონურ სწავლების სისტემას. ესწრებიან სასწავლო პროცესებს , ამასთანავე აქტიურად არიან ჩართული პრაქტიკული დავალებების შესრულებაში.

22.04.2017
საზოგადოებრივ კოლეჯში " ახალი ტალღა " მიმდინარეობს საგამოცდო პრეტესტი.
"ახალი ტალღა" წარმატებებს უსურვებს ყველა რეგისტრირებულ აპლიკანტს.

19.04.2017
დღეს საზოგადოებრივი კოლეჯის " ახალი ტალღა" დირექტორი ბ-ნ დავით მჭედლიშვილი შეხვდა კოლეჯის სტუდენტებს, შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება უცხოურ პროექტებთან და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.

13.04.2017
დღეს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. 
 მოხდა კოლეჯში არსებული პროფესიების პრეზენტირება კლას-ლაბორატორიებში ინსტრუქტორების მიერ.

12.04.2017
სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველო "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარების " პროექტის ფარგლებში, გადასცემს გრანტს პროფესიულ განათლებაში ინდუსტრიის მონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, პროექტისთვის - "პროფესიული სტუდენტების ინდივიდუალური სწავლების მხარდაჭერა".

11.04.2017
საზოგადოებრივ კოლეჯს " ახალი ტალღა " სტუმრობდა მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, სტუმრობის მიზანი იყო პედაგოგთა მოთხოვნების და საჭიროებების იდენტიფიცერება .

11.04.2017
საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ პროექტის "მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში" ფარგლებში მიგრანტი ბენეფიციარები 6 პროფესიულ პროგრამაში გადაემზადნენ. 
ბენეფიციარებმა დასკვნიდი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და მათ ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

"ახალი ტალღა " წარმატებებს უსურვებს მათ!

08.04.2017
ამა წლის 8 აპრილს საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" ბათუმის ტრენინგ-ცენტრში, სასატუმრო "რადისონ ბლუ ბათუმის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გოჩა გოგიბერიძემ ჩაატარა მასტერ-კლასი თემაზე: "სასტუმროში უსაფრთხოების წესების დაცვა საერთაშორისო სტანდარტებით". ამ ტიპის აქტივობები კოლეჯში შემდგომშიც იგეგმება სხვადასხვა მიმართულებით.

07.04.2017
ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" აქტიურად მონაწილეობდა ქ. ბათუმში ჩატარებულ "თევზის ფესტივალში".

06.04.2017
დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" საგაზაფხულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომელიც 8 აპრილამდე გრძელდება სოფ. ხალას საჯარო სკოლა სტუმრობდა. კოლეჯში მიეწყო ინფო-ტური, სადაც მოსწავლეები ეცნობიან სპეციალობებს, რომლებსაც ახორციელებს "ახალი ტალღა". იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია! "თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა"!

06.04.2017

ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" აწყობს გასვლით ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით საგაზაფხულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია კოლეჯში არსებული სპეციალობებისა და რეგისტრაციის შესახებ...

04.04.2017
დღეს ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" ქ. თბილისში პროფესიული განათლების ფესტივალში მონაწილეობდა. ფესტივალი გაიმართა პროფესიული განათლბის პოპულარიზაციის მიზნით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით ჩატარდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები.

02.04.2017

ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" გუნდი "გალაქსი" პროექტ "ჰაკათონის" მეორე ტურში გადავიდა. პროექტი გულისხმობს ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების იდეების რეალიზების, თვითგამოხატვის, ჯანსაღი კონკურენციისა და ინოვაციური პროექტების შექმნას. პროექტის ფინალური ეტაპი გაიმართება მ/წ 23 აპრილს, "ახალი ტალღა" წარმატებებს უსურვემს მათ...

31.03.2017
დღეს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" ქობულეთის # 2 და # 3 საჯარო სკოლები სტუმრობდნენ

30.03.2017
დღეს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" საგაზაფხულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით #5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. კოლეჯში მოეწყო ინფო-ტური და მოხდა კოლეჯში არსებული პროფესიების პრეზენტაციები კლას-ლაბორატორიებში ინსტუქტორების მიერ

28.03.2017
დღეს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" სტუმრობდა სოფ. ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები. კოლეჯში მოეწყო ინფო-ტური და ჩატარდა კლას-ლაბორატორიებში სპეციალობების პრეზენტაციები ინსტრუქტორ-მასწავლებლების მიერ.

22.03.2017
22 მარტს ქობულეთის საზოგადოებრივმა კოლეჯმა "ახალი ტალღა" ქობულეთის კულტურის ცენტრში ჩაატარა საინფორმაციო ღონისძიება საგაზაფხულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით აპლიკანტთა მოზიდვისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით. ღონისძიებაზე საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ყველა სპეციალობა, სადაც აპლიკანტებს შეეძლოთ ენახათ და მიღეოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო სპეცილობების შესახებ, ასევე მოეწყო მოკლე საკონცერტო პროგრამა კოლეჯის სტუდენტების მიერ. 
ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე სულხან ოქროპირიძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები და დამსაქმებლები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ კოლეჯთან. ისინი მიესალმენ აპლიკანტებს და წარმატებები უსურვეს მომავალ პროფესიულ სტუდენტებს...

21.03.2017
ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" ავტომობილის დიაგნოსტიკოსის სპეციალობის სტუდენტებმა პედაგოგთან ერთად მოაწყვეს გასვლითი ღონისძიება ბათუმის ავტობაზრობაზე. მათ რამდენიმე მანქანას ადგილზე გაუკეთეს კომპიუტერული დიაგნოსტიკა. აგრეთვე საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით გაავრცელეს ინფორმაცია და დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები...
კოლეჯი "ახალი ტალღა" წარმატებებს უსურვებს მათ...

09.03.2017-14.03.2017
ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" ა/წ 14 მარტს დასრულდა "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ დაგეგმილი 20 საათიანი ტრეინინგ-კურსი. ტრეინინგის თემა იყო "პროფესიული სასწავლებლის პედაგოგთა პროფესიული განვითარება", რომელიც ჩაატარეს: თბილისის მასწავლებელთა სახლის მწვრთნელ-კონსულტანტმა აზა ჯოჯუამ და "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის" ტრენერ-კონსულტანტმა მარიანა ხუნჯაყიშვილმა.

09.03.2017 
 ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს „ახალი ტალღა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი პირველ მოადგილესთან ერთად სტუმრობდა. თავმჯდომარე კოლეჯის „ახალი ტალღი“ მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და პროფესიულ სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტებს სულხან ღლონტმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს კოლეჯში არსებული სპეციალობების მნიშვნელობა რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით, ასევე დაიგეგმა შემდგომი ურთიერთობები სტუდენტთა პრაქტიკებისა და დასაქმების მიმართულებით

01.03.2017
ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" სტუმრად იმყოფებოდა სასტუმრო "რადისობ ბლუ"-ის წარმომადგენლები. კოლეჯში მოეწყო ინფო-ტური, სტუმრები შეხვდნენ პროფესიულ სტუდენტებს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და დასაქმების საკითხებზე.

28.02.2017
აჭარის რეგიონის დასაქმების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს „ახალი ტალღა“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს და სასტუმრო და გამაჯანსაღებელ კომპლექს „Castello mare”-ს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯის „ახალი ტალღა“ დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა, დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ კახიძემ და „Castello mare”-ს სასტუმროს მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის ხემძღვანელმა ვლადიმერ კუვშინოვმა მოაწერეს.

18.01.2017

მიმდინარე წლის 18 იანვარს ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" სასტუმრო საქმისა და მიღება-განთავსების სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისათვის მოეწყო გასვლითი ღონისძიება ქ. ბათუმში სასტუმროში "რადისონ ბლუ", სადაც მათ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ჩაუტარდათ ტრეინინგი თემაზე: სასტუმროში უსაფრთხოების წესების დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე მოეწყო ინფო-ტური და შეხვედრა კოლეჯის კურსდამთავრებულ სტუდენტებთან, რომლებიც დასაქმებული არიან სასტუმროში. კოლეჯი "ახალი ტალღა" მადლობას უხდის სასტუმროს "რადისონ ბლუ" თანამშრომლობისათვის!

24.01.2017
ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" - ჩატარდა, სადაც კოლეჯის თითქმის ყველა სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ. თამაში ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, I ტურში გამოვლინდა 4 გამარჯვებული გუნდი, რომელიც გადავიდა შემდეგ ეტაპზე. ფინალური ტური გაიმართება შემდეგ კვირაში. "ახალი ტალღა" წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს...

18.01.2017-20.01.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 18-20 იანვარს ჩატარდა Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში: გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი, საპარიკმახერო საქმე, სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი.
WorldSkills Georgia-ს მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში პროფესიული კოლეჯების სტუდენტები ორი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ უნარებში. გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა 20 იანვარს გამოვლინდა, მათ შორის ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტები: ზურაბ შავიშვილი - სარესტორნო საქმის სპეციალობაში I-ადგილზე გავიდა, მათე ლეონიძე II-ადგილზე სამზარეულო საქმის სპეციალობაში, ხოლო III- ადგილზე მალვინა მუთიძე - საპაროკმახერო საქმეში. კოლეჯი „ახალი ტალღა“ წარმატებებს უსურვებთ მათ...

13.01.2017 
დღეს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" 2016 წლის წარმატებული პროფესიული სტუდენტები გამოვლინდა. მათ კოლეჯის დირექციამ საზეიმო ვითარებაში სიგელები გადასცათ. "ახალი ტალღა" წარმატებებს უსურვებს მათ...

გილოცავთ ახალ 2017 წელს!!!

new year 04

16.07.2016

16 ივლისს, საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" მეფუტკრეს სპეციალობის სტუდენტები, მიწვეული იყვნენ გაეროს დაფინანსების ENPARD-ის პროექტისა და "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ხელშეწყობით კოოპერატივში "ნატურგრიფტი", სადაც მოხდა თაფლის კუპაჟირებისა და სხვადასხვა სახის ჩამოსასხმელი აპარატურის გადაცემა, სტუდენტები გაეცნენ მუშაობის პროცესს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და გაეროს წარმომადგენლები, შეხვედრაზე დაიგეგმა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობა...

15.07.2016
დღეს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" სტუმრობდა საზოგადოებრივი კოლეჯის "აისი" მასწავლებელთა კლუბის "წინსვლა" წარმომადგენლები. კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, კარიერულ წინსვლას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და კოლეჯში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. ამ პროექტის ფარგლებში კოლეჯში "ახალი ტალღა" მოეწყო შეხვედრა, პრეზენტაციების ჩვენება და გამოცდილებების გაზიარება... დაიგეგმა სტუდენტური გაცვლითი პროგრამები და სხვადასხვა შემდგომი ურთიერთობები.

15.07.2016
დღეს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" სტუმრობდა საზოგადოებრივი კოლეჯის "აისი" მასწავლებელთა კლუბის "წინსვლა" წარმომადგენლები. კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, კარიერულ წინსვლას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და კოლეჯში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. ამ პროექტის ფარგლებში კოლეჯში "ახალი ტალღა" მოეწყო შეხვედრა, პრეზენტაციების ჩვენება და გამოცდილებების გაზიარება... დაიგეგმა სტუდენტური გაცვლითი პროგრამები და სხვადასხვა შემდგომი ურთიერთობები.

28.06.2016
"
ქობულეთობა 2016" კვირეულის ფარგლებში საზოგადოებრივ კილეჯს "ახალი ტალღა" მუნიციპალიტეტის გამგებელი და უცხოელი სტუმრები ესტუმრნენ, ამ საზეიმო ვითარებაში კოლეჯის ბენდს "New wave", რომლებმაც ესტონეთში გამართულ სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და აიღეს III-ადგილი გადაეცათ სიგელები და ჯილდო.

28.06.2016
საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" სპეციალობა "მეფუტკრე" ჯგუფის სტუდენტები გასვლით ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ხელვაჩაურში - კოოპერატივ "ნატურგრაფტი" - ხელოვნური ფიჭის ჩამისხმის პროცესზე დასასწრებად. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გაეროს წარმომადგენლები.

29.06.2016

25-28 ივნისს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯშიახალი ტალღაექსპერტთა საერთაშორისო სემინარი გაიხსნა, რომელიც ტარდება პროექტისშავი ზღვის აუზის ტურისტული ბილიკებიფარგლებში, შეხვედრაზე საქართველოში სასოფლო ტურიზმის განვითარებასა და პერსპექტივებზე, ასევემდგრადი სასოფლო ტურიზმის დადებითი და უარყოფითი გავლენები ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე“ - ისაუბრეს. პროექტი აერთიანებს 7 ქვეყნის 9 ორგანიზიას: საბერძნეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, სომხეთი, თურქეთი(2), უკრაინა(2) და საქართველო. შეხვედრას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე, კოლეჯის დირექტორი დავით მჭედლიშვილი და საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლები.

21.06.2016
საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" ავტო-დიაგნოსტიკოსის სპეციალობის III საფეხურის ჯგუფი#145-ის სტუდენტები სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ "ტოიოტა ცენტრი აჭარა"-ში, სადაც გაეცნენ თუ როგორ ხდება ავტომობილის დიაგნოსტიკა.

14.06.2016
საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან" დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში კოლეჯის ეზოში მოეწყო ფლეშ-მობი "ჟესტურ ენაზე", ჩატარდა ტრეინინგი თემაზე: "მეტი შეზღუდული შესაძლებლობისათვის" და რეპორტაჟის ჩვენება "პროფესიულის როლი ინკლუზიურ განათლებაში". ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები არასამთავრობო სექტორებიდან...

03.06.2016
დღეს საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" იმყოფებოდა უმცირესობის საკითხთა ევროპული "ცენტრი-კავკასია"- პროექტის კოორდინატორი ელენე პროშიკიანი. შეხვედრაზე დაიგეგმა ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით ტრანზიციის ხელშეწყობის პროგრამის პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ბოშათა პროფესიულ გადამზადებას კოლეჯში

02.06.2016
დღეს საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" სტუმრობდა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლები ახალი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მიგრაციის შეჩერებას საქართველოში, ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები

31.05.2016
ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" ოფისის მენეჯერის სტუდენტებმა ჩაატარეს ღონისძიება გენდერული თანასწორობა ქართულ რეალობაში "ლეკვი ლომისა სწორია..."

27.05.2016

27 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" სტუმრობდა დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკიდან, კოლეჯში მოეწყო ინფო-ტური და ჩატარდა კოლეჯის პრეზენტაცია...

27.05.2016
დღეს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯისახალი ტალღასაიუბილეო კვირეულის ფარგლებში ქობულეთის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და დაიგეგმა შემდგომი ურთიერთობები...

23.05.2016
საზოგადოებრივ კოლეჯშიახალი ტალღაპროექტის "მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში" ფარგლებში ექვსმა მიგრანტმა ბენეფიციარმა სპეციალობა ელექტრიკოსის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და სერთიფიკატი მიიღეს. ბენეფიციარები სამი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ ელექტრიკოსის პროფესიას..

24.05.2016

24 მაისს კოლეჯის "ახალი ტალღა" საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სტუდენტი-ბარმენების კონკურსი ნომინაციით "საუკეთესო ბარმენი სტუდენტი 2016" - სადაც I- ადგილზე გავიდა კოლეჯის "ახალი ტალღა" სტუდენტი - ავთანდილ შავიშვილი, II-ადგილზე გავიდა კოლეჯი "ბლექსის" სტუდენტი თემურ ლაბჟანია და III- ადგილი დაიკავა საქართველოს ბარმენთა ასოციაციის სტუდენტმა ბიძინა მშვიდობაძემ, ჟიურის სიმპატია გახდა ზურაბ ბილიხოძე "ახალი ტალღა" და მაყურებლის სიმპატია -იაკობ ზანაქიძე "ბლექსი". ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს...

23.05.2016

23 მაისიდან - 28 მაისის ჩათვლით საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" სტაჟირებაზე იმყოფებიან ესტონეთის რესპუბლიკის ვალგას პროფესიული სასწავლებლის სპეციალობა მზარეულის სტუდენტები და მასწავლებლები. ამ პროგრამის ფარგლებში ისინი შეისწავლიან ქართული ნაციონალური კერძების მომზადების ტექნოლოგიას. დღეს ისინი გაეცნენ კოლეჯის ადმინისტრაციას და პედაგოგებს, დაათვალიერეს კოლეჯის ინფრა-სტრუქტურა. დღის წესრიგის მიხედვით მათ პროგრამაში აქვთ "ცომეული ქართულ სამზარეულოში" და მოამზადეს ხაჭაპურის ნაირსახეობა: აჭრული, მეგრული, გურული, ხაჭაპური შამფურზე და "აჩმა", ასევე დესერტი "ბურმე".

21.05.2016

21 მაისს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოეწყო ღონისძიება "ბამბუკის გამოფენა-გაყიდვა", ამ ღონისძიებაში საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" მონაწილეობდა საიუბილეო კვირეულის ფარგლებში. კოლეჯის სტუდენტებმა ბამბუკისაგან მოამზადეს რამდენიმე სახის კერძი, საკონდიტრო ნაწარმი და კოქტეილები. აქვე საზეიმო ვითარებაში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და კოლეჯ "ახალ ტალღას" შორის და დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობები...

20.05.2016

დღეს 20 მაისს ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯისახალი ტალღასაიუბილეო კვირეული დაიწყო და 27 მაისამდე გაგრძელდება.იუბილე გაიხსნა ახალგაზრდა ხელოვანების მიერ შესრულებული ხელოვნების ნიმუშების გამოფენით, კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხა ღონისძიებები, რომელიც გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში...

17.05.2016
საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" სტუმრად იმყოფებოდა სსიპ მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ბიზნესის წარმომადგენლები სადაც დაიგეგმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა.

16.05.2016

16 მაისს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლა დაიწყო. კოლეჯის დირექტორი და ადმინისტრაციის თანამშრომლები შეხვდნენ ახალ სტუდენტებს, გააცნეს კოლეჯის შინაგანა წესი და უსურვეს წარმატებები...

110.05.2016 
საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" სპეციალობა სარესტორნო საქმე, ჯგუფი # 126 ჩატარდა კონკურსი: სერვირება "ალაკარტეს მენიუს" მიხედვით - სტანდარტების დაცვით და დროის ფაქტორის გათვალისწინებით.

21.04.2016
ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში მოეწყო ღონისძიება "წიგნი ჩემი მეგობარი". ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კოლეჯის სტუდენტები და ქობულეთში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანები ენრი ვერულიძე, გოგა ლაზიშვილი, პაპი რომანაძე და მარია წულუკიძე. სტუდენტებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, მოწვეულმა სტუმრებმა კი გაალამაზეს საღამო საკუთარი შემოქმედებითა და ლექსებით...

13.04.2016
საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" სტუმრად ეწვია კომპანია "პირსონის" წარმომადგენლები, შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

14.04.2016

14 აპრილს "დედაენის" დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" ღონისძების მენეჯერის სპეციალობის სტუდენტებმა მოაწყვეს ღონისძიება "გადავარჩინოთ ქართული ენა" ...

25.03.2016

25 მარტს კოლეჯს "ახალი ტალღა" სტუმრობდა ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, კოლეჯში მოეწყო ინფო-ტური, პედაგოგებმა და კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააკეთეს სხვადასხვა სპეციალობის პრეზენტაციები. კოლეჯის დირექტორი დავით მჭედლიშვილი შეხვდა მათ და ესაუბრა სამომავლო გეგმებისა და პროექტების შესახებ

13.03.2016

საქართველოში ყველა მოქალაქეს, ასაკის მიუხედავად, შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო დაფინანსებით შრომის ბაზარზე მოთხოვნად ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოს და დასაქმდეს. პროფესიულ კოლეჯებში საგაზაფხულო მიღებისთვის რეგისტრაცია 28 მარტიდან დაიწყება და 10 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

15.01.2016

ბატონ დავით მჭედლიშვილს გადაეცა სიგელი ინოვაციური პროექტებისა და წლის მანძილზე წარმატებული საქმიანობისათვის!

15.01.2016

15 იანვარს გაიმართაქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის "ახლი ტალღა" კორპორატიული საღამო

13.01.2016

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯიახალი ტალღა“ 2014 წელს ჩაერთო და 2015 წლის შემოდგომაზე ერთ-ერთმა პირველმა წარმატებით გაიარა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელი (EFQM Excelence Model) - „გზა სრულყოფისკენვალიდაცია, ხოლო 2016 წლის 13 იანვარს მას გადაეცა EFQM სერთიფიკატი.

პროექტში ჩართული იყო, როგორც კოლეჯის ადმინისტრაცია, ასევე პედაგოგები. EFQM-ის მოდელი ეფუძნება ევროპულ ფასეულობებს,რომლის მიზანია დაეხმაროს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM-ის მოდელის გამოყენებით.