მისია, ხედვა, ღირებულება

ედვა: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღის“ ხედვაა იყოს ერთერთი ყველაზე დიდი და მძლავრი პროფესიული სასწავლო დაწესებულება საქართველოში, მისი კურსდამთვრებული გახდეს  უპირატესი  არჩევანი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ხელი შეეწყოს კურსდამთავრებულთა მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრირებას და წარმატებით დამკვიდრებას.

კოლეჯის სტრატეგიული სლოგანია: ,,თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა!“

მისია: საზოგადოებრივი კოლეჯის მისიაა პროფესიული განათლების განვითარებით უზრუნველყოს საზოგადოების წინსვლა; კონკურენტუნარიანი პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამების განხორციელების მეშვეობით, მოამზადოს კონკრეტული დარგის ისეთი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს მუდმივად ცვალებად, განვითარებაზე ორიენტირებულ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციას, საკუთარი სფეროს დინამიურ განვითარებას. ასეთი ადამიანური რესურსი ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას. ამასთან, დაწესებულება ითვალისწინებს პროფესიული განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს და პროფესიული სტუდენტის, შრომის ბაზრის, დამსაქმებლის, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ხარისხის მართვის სისტემების დანერგვას.

ღირებულებები: უნდური სულისკვეთება, მიზანსწრაფვა, ინოვაცია.

გუნდური სულისკვეთება – მივაღწიოთ განსაკუთრებულ შედეგებს, როგორც ერთიანმა, შეკრულმა და უკომპრომისო გუნდმა.

მიზანსწრაფვა – ვიყოთ პროაქტიურები, შედეგზე ორიენტირებულები და მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე.

ინოვაცია – ვიაზროვნოთ არაორდინარულად, მუდმივად ვეცადოთ შევცვალოთ არსებული  და წარვადგინოთ ახალი იდეები.