GeorgianGeorgiaRussianEnglish (UK)

ჰაკათონი 2017

ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" გუნდი "გალაქსი" პროექტ "ჰაკათონის" მეორე ტურში გადავიდა. პროექტი გულისხმობს ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების იდეების რეალიზების, თვითგამოხატვის, ჯანსაღი კონკურენციისა და ინოვაციური პროექტების შექმნას. პროექტის ფინალური ეტაპი გაიმართება / 23 აპრილს, "ახალი ტალღა" წარმატებებს უსურვემს მათ...

WorldSkills Georgia

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 18-20 იანვარს ჩატარდა Worldskills Georgia- მესამე ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში: გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი, საპარიკმახერო საქმე, სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი.
WorldSkills Georgia-
მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში პროფესიული კოლეჯების სტუდენტები ორი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ უნარებში. გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა 20 იანვარს გამოვლინდა, მათ შორის ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯისახალი ტალღასტუდენტები: ზურაბ შავიშვილი - სარესტორნო საქმის სპეციალობაში I-ადგილზე გავიდა, მათე ლეონიძე II-ადგილზე სამზარეულო საქმის სპეციალობაში, ხოლო III- ადგილზე მალვინა მუთიძე - საპაროკმახერო საქმეში. კოლეჯიახალი ტალღაწარმატებებს უსურვებთ მათ...

                                                       ბარმენების კონკურსი 2016

24 მაისს კოლეჯის "ახალი ტალღა" საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სტუდენტი-ბარმენების კონკურსი ნომინაციით "საუკეთესო ბარმენი სტუდენტი 2016" - სადაც I- ადგილზე გავიდა კოლეჯის "ახალი ტალღა" სტუდენტი - ავთანდილ შავიშვილი, II-ადგილზე გავიდა კოლეჯი "ბლექსის" სტუდენტი თემურ ლაბჟანია და III- ადგილი დაიკავა საქართველოს ბარმენთა ასოციაციის სტუდენტმა ბიძინა მშვიდობაძემ, ჟიურის სიმპატია გახდა ზურაბ ბილიხოძე "ახალი ტალღა" და მაყურებლის სიმპატია -იაკობ ზანაქიძე "ბლექსი". ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს...

                                         

                                                     კონკურსი: თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე


2015 წლის 7 მაისს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" "კნაუფ-გიფს თბილისის" ორგანიზატორობით გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი მშენებლობის მიმართულებაში, სპეციალობა: თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე, სადაც I და II ადილი "ახალი ტალღას" სტუდენტებმა აიღეს. I ადგილის მფლობელი გაემგზავრება ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს...