საქართველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 07 დეკემბრის №539 ბრძანების შესაბამისად 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, მიმდინარეობს სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის (დამსაქმებლის წარმომადგენლის) მსურველთა რეგისტრაციია, ქ.ქობულეთში შემდეგ მისამართზე: რუსთაველის ქუჩა №154 ადმინისტრაციის შენობა მე-2 სართული, 09.30 საათიდან 18.00 საათის ჩათვლით შაბათისა და კვირის გარდა, დამატებითი ინფორმაციისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 551 10 21 21, 0(426) 26 68 51.

ბრძანება

დღეს 29 ნოემბერს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" სწავლა დაიწყო. "ახალი ტალღა" ულოცავს პროფესიულ სტუდენტებს დღევანდელ დღეს და უსურვებს წარმატებებს...

46936995 1919733361408435 5645386691255468032 o 46932490 1919733354741769 5693737826756067328 o 47091439 1919733741408397 5739860269367033856 o

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯსახალი ტალღადა ()იპ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს შორის 2018 წლის 06 აგვისტოს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა შშმ პირთა პროფესიული მომზადება/ გადამზადების პროგრამა.

შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებში შშმ პირებს ჩაუტარდათ 200 საათიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები შემდეგ სპეციალობებში:

1. კომპიუტერის მოხმარება (უსუნათლოთათვის )

2. ხის მხატვრული დამუშავება

3. კონდიტერი

4. მზარეული

5. საოფისე პროგრამები და ვებ დიზაინი

45083836 1880083425373429 5293906530758819840 o 45074596 1880083532040085 1147739072513441792 o 45103423 1880083292040109 3460299711225790464 o

/ 15 ნოემბერს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" პორტალ EDU.ARIS.GE-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას ეხებოდა.

პრეზენტაციის ფარგლებში სასწავლებლის სტუდენტები გაეცნენ EDU.ARIS.GE-ზე პროფესიული განათლებისთვის შექმნილ ახალ გვერდსhttps://edu.aris.ge/tvet/. რომელზეც ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაჩექინდნენ და, სურვილის შემთხვევაში, ატვირთონ საკუთარი CV პოტენციური დამსაქმებლებისთვის.

პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდისაქართველოს მიერ პროექტისპროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები."ჩვეულებრივ, ადამიანები სამსახურს თვითონ ეძებენ - პროფესიულ სტუდენტებს სამსახური თვითონ პოულობს".

46482605 1901044173277354 253918462244552704 o 46346353 1901044309944007 2492195030232465408 o 46495464 1901020839946354 4892460103719976960 o

მ/წ 16 ოქტომბერს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" საშემოდგომო რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოეწყო პროფესიული ფესტივალი. ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იქნა ყველა ის სპეციალობა რომელზეც კოლეჯი აცხადებს მიღებას, ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები IX- დან XII - კლასის ჩათვლით.

44088619 1859987050716400 9060259650082963456 o 44093877 1859986754049763 6820256741465260032 o 44126931 1859986464049792 7148898426250330112 o