ყურადღება!!!

ტარდება პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.
პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.
პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილოდებით გამოვლინდება ბოლო დროს განხორციელებული წარმატებული რეფორმები და საუკეთესო პრაქტიკის ისეთი მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში.

კატეგორიები
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წარმოადგენს ღია კონკურსს, სადაც პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები მიიღებენ სერთიფიკატებს და სიმბოლურ პრიზებს, შემდეგ ოთხ კატეგორიაში:

 წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება
 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
 წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
 წლის პროფესიული განათლების სტუდენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს-
www.awardtvet.ge

წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის და წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კანდიდატების ნომინირიება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც წარმოდგენილი კანდიდატები მუშაობენ ან სწავლობენ. პროფესიული განათლების პროვაიდერებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთზე მეტი კანდიდატი აღნიშნულ კატეგორიებში.

11.09.2017

    საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" დირექტორი დავით მჭედლიშვილი იმყოფება ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის ქალაქ პოზნანში, ქალაქის მერის მოწვევითვიზიტის მიზანია სამომავლო თანამშრომლობა გაცვლით პროექტებში.

21557428 1430619763653133 4195864302438033632 n   21558531 1430619770319799 4815006466331211740 n    21462803 1430620243653085 8266417445187321660 n

23.08.2017

მიმდინარე წლის 22-23 აგვისტოს საზოგადოებრივ კოლეჯში " ახალი ტალღა" მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში , იმყოფებოდა მოწვეული ექსპერტები უცხოეთიდან , რომლებმაც კოლეჯის 12 პედაგოგს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე: სტუდენტზე ოროენტირებული განათლების თანამედროვე მეთოდები