საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 18-20 იანვარს ჩატარდა Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში: გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი, საპარიკმახერო საქმე, სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი.
WorldSkills Georgia-ს მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში პროფესიული კოლეჯების სტუდენტები ორი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ უნარებში. გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა 20 იანვარს გამოვლინდა, მათ შორის ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტები: ზურაბ შავიშვილი - სარესტორნო საქმის სპეციალობაში I-ადგილზე გავიდა, მათე ლეონიძე II-ადგილზე სამზარეულო საქმის სპეციალობაში, ხოლო III- ადგილზე მალვინა მუთიძე - საპაროკმახერო საქმეში. კოლეჯი „ახალი ტალღა“ წარმატებებს უსურვებთ მათ...

 16142688 1210224535692658 1247158066579776544 n