ტარდება პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.
პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.
პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილოდებით გამოვლინდება ბოლო დროს განხორციელებული წარმატებული რეფორმები და საუკეთესო პრაქტიკის ისეთი მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში.

კატეგორიები
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წარმოადგენს ღია კონკურსს, სადაც პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები მიიღებენ სერთიფიკატებს და სიმბოლურ პრიზებს, შემდეგ ოთხ კატეგორიაში:

 წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება
 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
 წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
 წლის პროფესიული განათლების სტუდენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს-
www.awardtvet.ge

წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის და წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კანდიდატების ნომინირიება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც წარმოდგენილი კანდიდატები მუშაობენ ან სწავლობენ. პროფესიული განათლების პროვაიდერებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთზე მეტი კანდიდატი აღნიშნულ კატეგორიებში.