მიმდინარე წლის 27-28 თებერვალს სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის: "კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში" მხარდაჭერით ჩატარდა ტრეინინგი "დუალური მიდგომით სწავლება ტურიზმის სამი პროფესიისთვის". ტრეინინგში ჩართული იყო GIZ-ის ექსპერტები, საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" წარმომადგენლები და პარტნიორი კომპანიების საწარმოო ინსტრუქტორები, რომლებმაც იმსჯელეს დუალურ განათლებაში ჩართული პროფ.სტუდენტების შეფასების პროცედურებსა და შეფასების ინსტრუმენტების შესახებ.

28279699 1586729261375515 2810393411842998272 n 28471314 1586729188042189 4561215870616993792 n 28472050 1586729198042188 8658635505887346688 n