მ/წ 19 ივნისს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით ეწვია გერმანელი ტრენერ-კონსულტანტი, ექსპერტი პროფესიული განათლების სისტემაში - სონია უეტსი, იგი კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადაამზადებს, გაუზიარებს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას და მოახდენს გერმანული სისტემის ადაპტაციას მენეჯმენტში. ქალბატონი სონია აგრეთვე ჩაერთვება ახალ პროექტებში, რომელიც განავითარებს ახალი მოდულებისა და პროგრამების დანერგვას კოლეჯში, პროფესიული მასწავლებლების, პროფესიული სტუდენტებისა და ადმინისტრაციის გადამზადებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ქალბატონი სონია ეცნობა კოლეჯის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს, სტუდენტებს და კოლეჯის ინფრასტრუქტურას. მისი მოღვაწეობა კოლეჯში გაგრძელდება 2 წლის განმავლობაში...

35662108 1695522290496211 7695131138594963456 o 35733541 1695522430496197 7814651441263411200 o 35648032 1695522443829529 5484105322056384512 o