/ 20 ივლისს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯშიახალი ტალღამოეწყო პროექტის პრეზენტაცია თემაზე: „დისტანციური სწავლების მოდელის დანერგვა“, ღონისძიების ფარგლებში ()იპშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" და დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიას შორის გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი, რომლის საგანს წარმოადგენს, დისტანციური სწავლების მოდელის დანერგვა და შესაბამისი მიმართულებით თანამშრომლობა. მხარეები შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ინდივიდუალურ განვითარებას, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებობების რეალიზაციას.

კონფერენციას ესწრებოდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის რექტორი სრული პროფესორი ნანა ჯიქია, საქართველოს პარლამენტის წევრი - კობა ნაკაიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი - მირიან ქათამაძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით მჭედლიშვილი.

შეხვედრის დასასრულს დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის რექტორმა - ნანა ჯიქიამ სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" დირექტორს - ლაშა ხახუტაიშვილს, საქართველოს პარლამენტის წევრს კობა ნაკაიძეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს - მირიან ქათამაძესა და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს - დავით მჭედლიშვილს დავით აღმაშენებლის სახელლობის აკადემიისის საპატიო წევრად არჩევის დიპლომები გადასცა, ხოლო ()იპშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის, დამფუძნებელი თამაზ მჟავანაძე არჩეული იქნა აკადემიის საპატიო პროფესორად.

37424782 1741476915900748 3970461303943725056 o 37543086 1741476509234122 5834497301048983552 o 37575175 1741476502567456 3859568967802683392 o