/ 15 ნოემბერს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" პორტალ EDU.ARIS.GE-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას ეხებოდა.

პრეზენტაციის ფარგლებში სასწავლებლის სტუდენტები გაეცნენ EDU.ARIS.GE-ზე პროფესიული განათლებისთვის შექმნილ ახალ გვერდსhttps://edu.aris.ge/tvet/. რომელზეც ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაჩექინდნენ და, სურვილის შემთხვევაში, ატვირთონ საკუთარი CV პოტენციური დამსაქმებლებისთვის.

პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდისაქართველოს მიერ პროექტისპროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები."ჩვეულებრივ, ადამიანები სამსახურს თვითონ ეძებენ - პროფესიულ სტუდენტებს სამსახური თვითონ პოულობს".

46482605 1901044173277354 253918462244552704 o 46346353 1901044309944007 2492195030232465408 o 46495464 1901020839946354 4892460103719976960 o