08.06.2018

მ/წ 8 ივნისს საზოგადოებრივ კოლეჯ "ახალი ტალღასა" და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯი უზრუნველყოფს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და კვალიფიციური კადრების მომზადებას.

34673600 1680746648640442 3276185475542417408 o 34774699 1680746641973776 2839040143627649024 o 34792624 1680746828640424 1754577089119387648 o

30.05.2018

30 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" სწავალა დაიწყო. მისასალმებელი ღონისძიების ფარგლებში კოლეჯმა უმასპინძლა ამირიკელ პროფესიონალ ქალ ავტომრბოლელს ჯენიფერ ჯო კობს, რომელიც საქართველოში იმყოფება აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მან გამართა საჯარო ლექცია კოლეჯის ამჟამინდელი და პოტენციური სტუდენტებისათვის. ვიზიტის ორგანიზატორი იყო გერმანული კომპანია PEM Consult-ი, მათი მხარდაჭერით ღონისძიებას აფორმებდა მუსიკალური ბენდი, კოლეჯის სტუდენტებმა მოაწყვეს ფლეშ- მობი.

34091835 1672133046168469 2218404793691406336 o 33865980 1672133226168451 8743201517865009152 o 33921842 1672133852835055 5608270773589377024 o

24.05.2018

24 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" ჩატარდა კოლეჯის 55 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში კოლეჯში მოეწყო საიუბილეო კონფერენცია თემაზე: "საერთაშორისო პროექტები პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებთან", სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა, პროფესიული პროგრამების და პარტნიორი ბიზნეს-ორგანიზაციების გამოფენა, ასევე მოხდა პროფესიული პედაგოგებისათვის სერთიფიკატების გადაცემა. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ა.რ მთავრობის თავჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის . უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის . განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის . სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინე წეროძე, დარგობრივი კომიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე, აგრეთვე დელეგაციები გერმანიის, პოლონეთისა და ესტონეთის რესპუბლიკიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნეს პარტნიორები.

33464063 1667375436644230 7084125186940731392 n 33464046 1667381869976920 5487321745754947584 o 33404491 1667375546644219 916647880410791936 n