31.03.2018

მიმდინარე წლის 31 მარტს ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" ჩატარდა კონკურსი "საუკეთესო სტუდენტი ბარმენი 2018". კონკურსში I-ადგილი აიღო "ახალი ტალღას" პროფ.სტუდენტმა ლაშა ჯინჭარაძემ, II-ადგილი აიღო კოლეჯის "ბლექსი" პროფ.სტუდენტმა არკად ართმელაძემ და III- ადგილი - "საქართველოს ბარმენთა ასოციაციის" სტუდენტმა დავით კვერცხიშვილმა. კოლეჯი "ახალი ტალღა" წარმატებებს უსურვებს მათ...

29873192 1617303781651396 3098835004119982343 o 29662752 1617302841651490 8222827684406279628 o 29744998 1617302568318184 8178152874901437621 o

20.03.2018

მიმდინარე წლის 20 მარტს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების: მებაღე, მეხილეობა, მეფუტკრეს და ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული სტუდენტების სასწავლო და საწარმო პრაქტიკის გავლას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში და მის ბაზაზე.

29472692 1605598189488622 6255822206828281856 o 29389421 1605598312821943 7241106421998157824 o 29387007 1605598209488620 2566956688435314688 o

13.03.2018

მიმდინარე წლის 13 მარტს ქ.ბათუმში სასტუმროში "Radisson Blu Batumi" გაიმართა თანამშრომლობის ფორუმი 2018 "პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის", სადაც საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" აქტიურად მონაწილეობდა. კოლეჯის დირექტორმა ლაშა ხახუტაიშვილმა გააკეთა პრეზენტაცია კოლეჯის შესახებ, ხოლო სასწავლო საწარმოო პრაქტიკის მენეჯერმა თამარ თედორაძემ ისაუბრა დუალური განათლების შესახებ, რომელსაც ახორციელებს კოლეჯი სხვადასხვა კომპანიებთან ერთად

29177290 1599553943426380 4918342942445273088 o 29177528 1599553636759744 2601276711240728576 o 29179029 1599553443426430 5019385123280257024 o