13.03.2018

მიმდინარე წლის 13 მარტს ქ.ბათუმში სასტუმროში "Radisson Blu Batumi" გაიმართა თანამშრომლობის ფორუმი 2018 "პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის", სადაც საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" აქტიურად მონაწილეობდა. კოლეჯის დირექტორმა ლაშა ხახუტაიშვილმა გააკეთა პრეზენტაცია კოლეჯის შესახებ, ხოლო სასწავლო საწარმოო პრაქტიკის მენეჯერმა თამარ თედორაძემ ისაუბრა დუალური განათლების შესახებ, რომელსაც ახორციელებს კოლეჯი სხვადასხვა კომპანიებთან ერთად

29177290 1599553943426380 4918342942445273088 o 29177528 1599553636759744 2601276711240728576 o 29179029 1599553443426430 5019385123280257024 o

 

12.03.2018

მიმდინარე წლის 12 მარტს საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" "ორგანიზაცია გერმანიის თანამშრომლობა საქართველოში (GIZ)"-ის ორგანიზებით დაიწყო ტრეინინგი თანამშრომლობის ფორუმი 2018 „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, 
მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის”. ტრეინინგში ჩართულია პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ახორციელებენ სამშენებლო მიმართულებით პროგრამებს, სამშენებლო კომპანიები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც ასევე ჩართული არიან სამშენებლო სფეროში. ტრეინინგის ფრგლებში კოლეჯში მოეწყო ინფო-ტური.

29066407 1597713173610457 5597405189230297088 o 29136343 1597712880277153 1618768814470594560 o 29186487 1597712890277152 4455380970136141824 o

07.03.2018

მიმდინარე წლის 7 მარტს საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" აჭარის დასაქმების სააგენტოს 105 ბენეფიციარის მომზადება-გადამზადების პროექტის ფარგლებში სწავლა დაიწყო.

28795864 1594592377255870 7387515990193471488 n 28783274 1594592370589204 817761103143501824 n 28685489 1594592530589188 5989186385074978816 n