პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურები


1. რეგისტრაცია


პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაციის, ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურები რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნბრძანებით დამტკიცებული პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებით.

რეგისტრაცია ხდება წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

რეგისტრაცია წარმოებს კოლეჯებში, რესურსცენტრებში, ასევე აპლიკანტებს საშუალება აქვთ ონლაინ დარეგისტრირდნენ სპეციალური პროგრამაში - vet.emis.ge, რეგისტრაციის დროს აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროფესიული ტესტირების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გარკვეული ვადის ფარგლებში აპლიკანტს საშუალება ეძლევა სარეგისტრაციო განცხადებაში შეცვალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საბოლოო რეიტინგული ჩამონათვალი, ასევე შეუძლია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით დაამატოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებები და პროგრამა/პროგრამები, რომელიც/რომლებიც მანამდე არ ჰქონდა არჩეული.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-მისამართზე vet.emis.ge და naec.ge

ან მობრძანდით ჩვენთან: ღია კარის დღეები ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა

მის-ზე: ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქ. N154


2. ქულების შენახვა


თუკი მიიღე მონაწილეობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაზე, მაგრამ ვერ ჩაირიცხე შენს მიერ არჩეულ პროფესიულ პროგრამაზე, ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულები შეიძლება შეინახოს და გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთხელ ცენტრის მიერ ორგანიზებული მომდევნო ტესტირების მიზნებისათვის. აპლიკანტთა რანჟირება განხორციელდება შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით.

აპლიკანტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე დადგენილი წესით და სცადოს გაიუმჯობესოს წინა ტესტირებაზე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი ტესტირების დროს მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია, ვიდრე ადრე მიღებული შედეგები.

ამისათვის, აპლიკანტმა უნდა მიმართოს კოლეჯს ან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს შესაბამისი განცხადებით.


3. პროფესიული ტესტების ნიმუშები


ინფორმაცია კოლეჯის მიერ გამოცხადებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით პროფესიულ ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის (საგნების) შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-მისამართებზე - NAEC.GE


4. პროფესიული ტესტირება


პროფესიულ ტესტირებაზე თან იქონიეთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - დაბადების/პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და მოსაწვევი (საგამოცდო ბარათი). საგამოცდო ბარათი:

პროფესიული ტესტირებისათვის ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.vet.emis.ge

საგამოცდო ბარათის უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 200 220

საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ:

- სარეგისტრაციო ფურცელი;

- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საგამოცდო ბარათში, პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება ის საგამოცდო ცენტრი და მისამართი, რომელშიც აბარებს ტესტირებას, ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი, ტესტირების ჩატარების თარიღები და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო, ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით, კონკურსანტმა ტესტირებაზე ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.


5. ჩარიცხვა


პროფესიული ტესტირების გზით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად აპლიკანტმა კოლეჯში უნდა წარმოადგინოს:

1.1. აპლიკანტის, ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

1.2. აპლიკანტის, ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

1.3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

1.4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;

1.5. საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი ნოტარიულად დადასტურებული რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ან/და სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;

1.6. უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

1.7. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა!