CSS Template

მოდულური პროგრამა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სასწავლო მიზნების, სწავლის შედეგების, მოდულის/მოდულების, შესაბამისი კრედიტების, სწავლების მეთოდების, შეფასების ფორმებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებათა ერთობლიობაა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებითა და დიპლომის გაცემით.

  1. ელექტროობა
  2. სასტუმრო მომსახურება
  3. კულინარიული ხელოვნება
  4. კონდიტერია
  5. ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირება
  6. ჰაერის კონდიცირება
  7. საფინანსო სერვისი
  8. საოფისე საქმე
  9. შედუღება
  10. საექთნო განათლება

დუალური პროგრამა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებით და ითვალისწინებს ამ პროგრამით გათვალისწინებული 51%-ზე მეტი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევას;

  1. სასტუმრო მომსახურება
  2. სარესტორნო მომსახურება
  3. კულინარიის ხელოვნება
  4. შედუღება

ინტეგრირებული პროგრამა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები და კურსდამთავრებულზე გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული დიპლომი.

  1. კომპიუტერული ქსელი და სისტემები
  • იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი