ჩვენი კოლეჯის
მისია, ხედვა, ღირებულებები

ჩვენი მისიაა წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდაში შრომის ბაზრის და კოლეჯის პროფილის შესაბამისად კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების გზით.

კოლეჯის სტრატეგიული სლოგანია: "თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა!"

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხედვაა მოამზადოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური და მოთხოვნადი კადრები. მუდმივი განვითარების გზით შეინარჩუნოს ლიდერობა მრავალფეროვანი პროგრამებისა და სწავლების მაღალი სტანდარტების დანერგვის, აგრეთვე კერძო და საჯარო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით.

გუნდური სულისკვეთება, მიზანსწრაფვა, ინოვაცია. გუნდური სულისკვეთება – მივაღწიოთ განსაკუთრებულ შედეგებს, როგორც ერთიანმა, შეკრულმა და უკომპრომისო გუნდმა. მიზანსწრაფვა – ვიყოთ პროაქტიურები, შედეგზე ორიენტირებულები და მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე. ინოვაცია – ვიაზროვნოთ არაორდინალურად, ვეცადოთ შევცვალოთ არსებული და წარვადგინოთ სიახლეები.