პროექტები


ს.ს.ი.პ. კოლეჯი "ახალი ტალღა" ახორციელებს პროექტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

სსიპ კოლეჯს "ახალი ტალღა" და "ქემონიქს ინტერნეიშენელ ინკ."-ის ფილიალს "ქემონიქს საქართველოს" შორის 2019 წლის 16 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო უმსხვილესი პროექტის განხორციელება.
USAID/ზრდა პროექტი არის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს "ქემონიქს ინტერნეიშენელი" საქართველოში. USAID/ზრდა პროექტისმიზანია ადგილობრივი სუბიექტების კვალიფიკაციის, პროდუქტიულობის და ბიზნეს კავშირების გაძლიერება მოწყვლადი ოჯახებიდან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებამდე, რათა მატ შეძლონ თავიანთი წვლილის შეტანა ფართომასშტაბიან ეკონომიკურ ზრდასა და სამიზნე თემების მდგრადობის გაძლიერებაში. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა (ACED), რომელიც USAID/ზრდა პროექტისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს ანაკლია/ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას. პროექტის განხორციელება გულისხმობს ანაკლიის სასწავლო ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობისა და /ან ადგილობრივ ბიზნესში დასაქმებულთათვის სასწავლო პროგრამების განხორციელებას.
პროეტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 3 ლოკაცია - ანაკლიასა და ზუგდიდში. ხორციელდება შემდეგი სასწავლო პროგრამები:
- ინგლისური ენა;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
- საოჯახო მეურნეობის სასწავლო პროგრამა;
- კლიენტთა მომსახურება (ფრონტ ოფისი);
- სარესტორნო მომსახურება;
- მეწარმეობა და ბიზნესის მართვა.

პროექტის განხპრციელების ვადაა 6 თვე.

"დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით" - პროგრამა შედგება ორი კომპონენტისგან - პროფესიული მომზადება და პროფესიული გადამზადება.
1. პროფესიული მომზადება მიზნად ისახავს რეგიონალურ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას და ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულის საშუალებით (4 თვე). მნიშვნელოვანია რომ პროგრამის ფარგლებში სამუშაო გამოცდილებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მონაწილეები საწარმო ოპრაქტიკას გაივლიან უშუალოდ პროგრამაში ჩართულ დამსაქმებელთან. პროფესიული მომზადება ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში. სწავლება ხორციელდება სპეციალურად პროგრამისთვის შემუშავებული, მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს:
• თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით
• ცოდნის შეძენა/ამაღლებას უცხო ენებში პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიით
• სამუშაო გამოცდილების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას უშუალოდ დამსაქმებელთან საწარმოო პრაქტიკის გავლის გზით
დამატებით ქვეპროგრამით მოსარგებლეები, თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გადიან მოკლევადიან ტრენინგ კურსს (რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრებაზე მოქცევის წესები).
2. პროფესიული გადამზადებ ამიზნად ისახავს პროფესიული განვითარების გზით გრძელვადიანი შრომითი ურთიერთობების ხელშეწყობას და ითვალისწინებს პროფესიული განვითარების მსურველი პირების გადამზადებას მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულის საშუალებით (2 თვე). პროფესიული გადამზადება ითვალისწინებს, როგორც დასაქმებული ასევე დროებით უმუშევარი პირებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას, მათი პროფესიული უნარების სრულყოფასა და სერტიფიცირებას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შრომითი ძალის გადამზადება შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში. სწავლება ხორციელდება მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს:
• თეორიულ კურსს პროფესიული მიმართულებით
• უცხო ენების ცოდნის დონის ამაღლებას პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიით
დამატებით ქვეპროგრამით მოსარგებლეები, თვით პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გაივლიან მოკლევადიან ტრენინგ კურსს (რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრებაზემო ქცევის წესები).
პროგრამით დაინტერესებული დამსაქმებლები ჩაერთული არიან აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შრომის ბაზრის მოთხოვნების და საჭიროებების კვლევის პროცესში, რათა ზუსტად განისაზღვროს დეფიციტური პროფესიები და პროფესიული უნარ-ჩვევები.
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს და სსიპ საზოგადობრივი კოლეჯს "ახალი ტალღა" შორის 2019 წლის 06 მარტს გაფორმებული №07-05/02 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში სსიპ საზოგადობრივი კოლეჯში "ახალი ტალღა" ხორციელდება 100 ბენეფიციარის მოზადება/გადამზადება შემდეგ მოლევადიან სასწავლო კურსებზე:
1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ტურიზმის გიდი
2. სარესტორნო მომსახურება
3. სასტუმრო მომსახურება
4. ბართენდერი
5. ელექტროობა
6. შედუღება
7. მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი
8. ამწის მემანქანე
9. კულინარიის ხელოვნება
პროექტის ფარგლებში განხორციელდა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის მოკლევადიანი გადამზადების კურსები შმდეგ სპეციალობებზე:
1. ბართენდერი
2. გაყიდვების აგენტი
3. გრაფიკული პროგრამების დიზაინერი
4. მიღება-განათავსების სპეციალისტი
5. მოლარე-კონსულტანტი
6. სარესტორნო მომსახურება - მიმტანი
7. ტურ-ოპერატორი

კოლეჯის პარტნიორი ესტონეთის ქალაქ ვალგას სახელმწიფო პროფესიული სასწავლო ცენტრის მოწვევის საფუძველზე სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" კულინარიის ხელოვნების სტუდენტები და პროფესიული მასწავლებლები იმყოფებოდნენ ვიზიტით ზემოთ აღნიშნულ სასწავლებელში, ამა წლის 2 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის მიღების მიზნით, ასევე ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ პიარნუში გამართულ გრილ ფესტივალზე, სადაც დაჯილდოვდნენ ნომინაციაში "ქართული კულინარიის წარდგენა".
სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები ხორციელდება ორივე მხრიდან. ქართული მხარე მასპინძლობს კულინარიის, ავტომობილის სერვისის, ლოგისტიკის პროგრამის სტუდენტებს.
ამ ეტაპზე ამავე სასწავლებელში ოთხი ქართველი სტუდენტი ესტონური მხრის დაფინანსებით იღებს განათლებას ლოგისტიკის მიმართულებით, ერთი სასწავლო წელი მათ წარმატებით დაასრულეს. სტუდენტებს აქვთ საუკეთესო საშუალება მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება პროფესიონალი ლექტორ-მასწავლებლებისგან, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მათ მისცემს საშუალებას შეიქმნან უკეთესი მომავალი.
ესტონეთის ლოგისტიკის პროგრამის ქართველი, წარმატებული კურსდამთავრებული - ნინო მანელიშვილი მოწვეული იქნა კოლეჯში შესაბამისი დარგის პედაგოგად.
ქალაქ ვალგას სახემლწიფო პროფესიულ სასწავლო ცეტრში განათლებისა მისაღებად ემზადება კიდევ ოთხი ჩვენი სტუდენტი. გასაუბრების საფუძველზე შერჩეული იქნა აპლიკანტები.ისინი ესტონეთში გაემგზავრებიან ამა წლის სექტემბერში.
იგეგმება თანამშრომლობა პედაგოგთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ესტონეთის ქალაქ რაპინაში მდებარე პროფესიულ სასწავლებელში მებაღის პროგრამის ფარგლებში.
ქართულ-ესტონური პროექტი ხორციელდება 2005 წლიდან. ესტონელმა კოლეგებმა კონსულტირება გაგვიწიეს სტრატეგიულ დაგეგმვის, მისიის, ხედვისა და სტრატეგიული სლოგანის შემუშავებისა და გაზიარების პროცესებში. მენეჯმენტის განვითარების, ასევე პედაგოგთა გადამზადების კუთხით. გამომდინარე აქედან, კოლეჯის თავდაპირველ განვითარებაშიმნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ესტონელ კოლეგებს.

პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეებს მისცეს სასურველი პროფესიის მოსინჯვის შესაძლებლობა საკუთარი სკოლის შენობაშივე. პროგრამის მიზანი არ არის მოსწავლის პროფესიონალად ჩამოყალიბება. მისი მიზნაია, მოსწავლემ მიიღონ საფუძვლიანი ინფორმაცია პროფესიის შესახებ, მოსინჯოს საკუთარი ძალები სხვადასხვა პროფესიაში და მიიღოს გააზრებული და ინფორმირებული კარიერული გადაწყვტილება – სურს თუ არა აღნიშნული პროფესიის არჩევა სამომავლოდ.
საჯარო სკოლებში პროფორიენტაციის სერვისების არარსებობის პირობებში, მოსწავლეებს არ აქვთ კარიერის დაგეგმვისა და პროფესიის არჩევის პროცესში დახმარების მიღების შესაძლებლობა. კურსების გავლის შემდეგ მოსწავლეს ეცოდინება მომხიბლავია თუ არა კონკრეტული პროფესია მისთვის და სურს თუ არა მომავალში მისი არჩევა. გარდა ამისა, კურსის მიმდინარეობისას მოსწავლეები განივითარებენ მარტივ პროფესიულ/სამუშაო უნარებს, რაც ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში გამოადგებათ.
პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში ჩასართავად მოსწავლე უნდა იყოს საჯარო სკოლის მე-8 ან მე-9 კლასში.
პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მთავარ მიზანს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და საჯარო სკოლებთან დაახლოება წარმოადგენს. WSD პროგრამა ჯერჯერობით ერთადერთი პროექტია, სადაც პროფესიულ კოლეჯებსა და საჯარო სკოლებს ერთობლივად უწევთ მუშაობა და თანამშრომლობა, რაც ერთმანეთის შესაძლებლობების გაცნობის უნიკალური შანსია. პროფესიულ კოლეჯებს ეძლევათ შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებს დაანახონ პროფესიული განათლების უპირატესობები და სწავლების მაღალი ხარისხით მოიპოვონ მათი ნდობა და დაინტერესება.
კოლეჯი პასუხისმგებელია როგორც WSD პროგრამის მართვასა და ადმინისტრაციულ ფუნქციებზე, ასევე სასწავლო პროცესებზეც. საჯარო სკოლებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამას ანხორციელებენ პროფესიული მასწავლებლები, რომლებსაც დახმარებას უწევენ სკოლის მასწავლებლებიც. WSD პროგრამას კოლეჯის მხრიდან ჰყავს კოორდინატორები, რომლებიც კოორდინირებას უწევენ სასწავლო პროცესის განხორციელებასა და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხებს.
პროექტში კოლეჯი ჩაერთო 2018 წლის შემოდგომიდან. პროექტი ხორციელდებოდა 5 საჯარო სკოლასთან ერთად სამ პროგრამაში.
2019 წლის შემოდგომისთვის იგეგმება სხვადასხვა მიმართულების პროგრამების განხორციელება.

პროგრამა ითვალისწინებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, ასევე, სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას.
პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ 16 წლის ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს. პროგრამაში ჩართვით დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს სამუშაოს მაძიებლად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge.
სხვა თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება აქვთ:
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით:
• იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს;
• სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
• დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდან არ არის გასული ერთ წელზე მეტი;
• პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულ პირებს;
• პრობაციონერებს;

• როგორც სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს, ასევე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლის ასაკამდე მყოფ პირებს;
• "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს;
• ქალებს;
• ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს;
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პროფესიული კვალიფიკაცია.
სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილებას ს/კ 202178927 შორის, 2019 წლის 28 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2705031103-1 ხელშეკრულების ფარგლებში 15 აპრილიდან 12 ივლისამდე ხორციელდება 153 აპლიკანტის სწავლება შემდეგ მომზადება/გადამზადების მოკლევადიან სასწავლო კურსებზე:
1. ბარმენი
2. ბუღალტრული აღრიცხვა
3. გიდი
4. ელექტრიკოსი
5. ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი
6. ექთნის თანაშემწე
7. ინფორმაციული ტექნოლოგია
8. კონდიტერი
9. რესტორნის სერვის მენეჯერი
10. ლოგისტიკა
11. მზარეული
12. მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთელი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი
13. სასტუმრო საქმის სპეციალისტი
14. სტილისტი (ქალი,კაცი)
15. ფარმაცევტის თანაშემწე
16. ფილამწყობი
17. შემდუღებელი