პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა


პროფორიენტაცია

ზრდასრული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების დიდ ნაწილს პროფესიული საქმიანობა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პროფესია შეესაბამებოდეს ადამიანის ინტერესებსა და მის შესაძლებლობებს. პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღება ამ ყველაფრის წინაპირობაა. დღესდღეისობით საქართველოში აბიტურიენტებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება მომავალი პროფესიის თაობაზე. ახალგაზრდების უმრავლესობას არ აქვს გათვიცნობიერებული საკუთარი შესაძლებლობები და მათი რეალიზების გზები. მოსწავლეების ინტერესის სფერო ძალიან ფართოა, ხოლო ინფორმირებულობა - ვიწრო . ისინი ვერ აფასებენ პროფესიას ადეკვატურად და გადაწყვიტილებას იღებენ ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორიც არის პრესტიჟულობა, სოციალური სასურველობა, ანაზღაურება, სტერეოტიპები, ფართოდ გავრცელებული შეხედულებები და ა.შ. ასევე დიდი გავლენა აქვს ოჯახს, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს და მიიჩნევს რომ მისი აზრი უფრო მნიშვნელოვანი და კომპეტენტურია. იმისთვის, რომ გავრეცელებულმა აზრმა, სტერეოტიპებმა, ოჯახმა არ მოახდინოს ზეგავლენა ბავშვის პროფესიულ არჩევანზე, საჭიროა დავეხმაროთ აბიტურიენტს აირჩიოს საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური პროფესია და დარწმუნდეს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. ამის შესაძლებლობას კი სწორედ პროფესიული ორიენტაცია იძლევა.

პროფესიული ორიენტაცია მოიცავს აბიტურიენტებში სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მოძიების ხელშეწყობას, აქტივობის ზრდასა და მომავალში შრომის ბაზრის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. მრავალი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ პროფორიენტაცია არის სწორედ ის ფენომენი, რომელიც ამ ყველაფრის უზრუბველყოფას უწყობს ხელს. დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილ უნარებთან და კომპეტენციასთან ინდივიდის შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის შესაბამისობა შრომით ეფექტიანობას განაპირობებს; პროფესიული ორიენტაცია ამცირებს დაუსაქმებელი ახალგაზრდების (და ზოგადად უმუშევრობის) დონესა და სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევებს.

პროფესიული ორიენტაციის განვითარების შედეგად გაიზრდება განათლების ხელმისაწვდომობა და განათლების სისტემის გამჭვირვალობის დონე, ასევე მოსწავლეთა/სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა და დაკმაყოფილება, თავისმხრივ, ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის განათლების მიღების მსურველთა და, შესაბამისად, იმ ადამიანთა რაოდენობის ზრდას, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ. პროფესიული ორიენტაციის მთავარი მიზნია დაეხმაროს ადამიანებს აირჩიონ მათთვის შესაბამისი პროფესია საკუთარი უნიკალური მახასიათებლების და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს სფერო საქართველოში პირველ ნაბიჯებს დგამს ჯერ კიდევ დიდი მოთხოვნაა ამ მომსახურების მიწოდებაზე. აქედან გამომდინარე, სასურველია, თუ მეტი ადამიანი დაინტერესდება ამ პრობლემით და დროულად იქნება მიღებული ზომები ამ მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება როგორც მომუშავეების შრომით კმაყოფილებაზე, ასევე პროფესიონალიზმის დონის ზრდაზე.


კარიერის დაგეგმვა

პროფესიული კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა არის პროცესი რომელიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებელს, პროფესიის არჩევაში ან შეცვლაში და არჩეულ პროფესიაში კარიერული წარმატების მისაღწევად საჭირო უნარჩვევების შეძენაში.

კარიერული დაგეგმვის პროცესი იწყება კარიერული ხედვის ჩამოყალიბებით, როცა თქვებ სწავლოობთ როგორ მიიღოთ კარიერული გადაწყვეტილება და გადაჭრათ კარიერასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ამის შემდეგ იქნებით მზად შეადგინოთ თქვენი კარიერული გეგმა. დიდი მნიშვნელობა აქვს იყოთ თანმიმდევრული, გაბედული და ამავე დროს, მოქნილი თქვენი კარიერული გეგმის შედგენის დროს.

პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი ეხმარება სამუშაოს მაძიებელს, მიაწოდოს ინფორმაცია შრომის ბაზარზე მიმდიბარე მოთხოვნებზე ამა თუ იმ ვაკანსიასთან მიმართებაში საკუთარ შესაძლებლობების და სასტარტო პოზიციის გააზრებაში, მომავალი მიზნების განსაზღვრაში და იმ მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსების მოპოვებაში.

კერძოდ კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი:

•ახორციელებს კლიენტის მუდმივ მხარდაჭერას კარიერის დაგეგმვის მთლიანი პროცესის განმავლობაში.

• ეხმარება კლიენტს საკუთარი შესაძლებლობის სწორად შეფასებაში

• ახორციელებს მის მხარდაჭერას კარიერული გადაწყვეტილების მიღების დროს

• ითვალისწინებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს

კარიერის დაგეგმვა არის მრავალჯერადი პროცესი და ითვალისწინებს სხვადასხვა ეტაპს, მომსახურების ძირითადი ელემენტებია:

• კარიერული ინფორმირება

• კარიერული განათლება

• კარიერული კონსულტირება