ხარისხის მართვის სამსახური


კოლეჯში მოქმედებს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, რომლის გახორციელების უზრუნველყოფის კოორდინაციას ახორციელებს ხარისხის მართვის სამსახური.


განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება შემდეგი მექანიზმები:

- დაწესებულების ავტორიზაცია;

- საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია;

- დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების შიდა გეგმიური მხარდაჭერა/მონიტორინგი;

- საგანმანათლებლო პროგრამის დამატების პროცედურები;

- სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის პროცედურები.


დაწესებულებაში ხარისხის მართვის სამსახური:

- კოორდინაციას უწევს დაწესებულების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გავლის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისა და სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის პროცედურებს.

- ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულებაზე;

- ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით;

- ახორციელებს ხარისხის შიდა შეფასებას, რისთვისაც უფლებამისილია - ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, ხოლო სამსახურები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ ეს ინფორმაცია ან აცნობონ მიზეზი მის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ;

- ახორციელებს ხარისხის მართვის არსებული მექანიზმების გადახედვას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევის - პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმებიდან გამომდინარე (მ.შ. მოდულური პროგრამების დანერგვა და დუალური სწავლების პრინციპების შემოღება);

- აცნობს პერსონალს განათლების სფეროში უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებს, უწევს მათ კონსულტირებას და დახმარებას პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.

- ატარებს ლექცია - სემინარებს სწავლების, სტუდენტის შეფასების თანამედროვე მეთოდების შესახებ.


ხარისხის შიდა შეფასების მიზნით:

- აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა გამოკითხვებს;

- აწარმოებს პერსონალის ანონიმური ან ღია გამოკითხვებს;

- ესწრება ლექცია - მეცადინეობებს, პრაქტიკების მიმდინარეობას;

- სისტემატურად ახორციელებს ვებ - გვერდის მონიტორინგს;

- სისტემატურად ახორციელებს სასწავლო და საგამოცდო პროცესის მონიტორინგს;

- ახორციელებს კონტროლს პროფესიულ მასწავლებელთა თვით განვითარების და კვალკიფიკაციის ამაღლების პროცესზე;

სასწავლო პროცესისი და პროფესიული სტუდენტების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებულია კალენდარული გეგმის, უწყისის და შეფასების ინსტრუმენტის ფორმები სხვადასხვა შეფასების მიმართულებისათვის.

კალენდარული გეგმა

ვერიფიკაციის დასკვნის ფორმა

საკონტაქტო საათზე დასწრების კითხვარის ფორმა

უწყისის ფორმა

შეფასების ინსტრუმენტის ვალიდაციის ფორმა

შეფასების პროცესზე დაკვირვების ფურცელი

მტკიცებულებების ჩაბარების ფორმა

ინფორმირება

შეფასების ინსტუმენტის ფორმა- პრაქტიკული დავალება

მშეფასების ფურცლების ნიმუშები

მშეფასების ინსტრუმენტის ფორმა - ტესტი.