სწავლა


სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" ავტორიზირებულია და მოპოვებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. სწავლება ხორციელდება როგორც კოლეჯის ბაზაზე, ასევე სასწავლო საწარმოებში. საგანმანათლებლო პროგრამები ხორცილედება შემდეგი მიმართულებებით: აგრარული მეცნიერებანი, ბიზნესის ადმინისტრირება, განათლება, ინჟინერია, ხელოვნება, ჯანდაცვა, მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები

კოლეჯს აქვს მოპოვებული უფლებამოსილება 50 საგანმანათლებლო პროგრამის განხორვიელების შესახებ. სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა შეადგენს 2264 პროფესიულ სტუდენტს. მეცადონეობებს ატარებენ მაღალკვალიფიციური დარგის სპეციალისტები, ასევე კომპანიებიდან მოწვეული პრაქტიკოსები შესაბამის კლას-ლაბორატორიებში.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება ითვალისწინებს ზოგიერთი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევას პრაქტიკით ან სტაჟირებით, ასევე სასწავლო საწარმოში სწავლებას. კოლეჯი რეგიონში არსებულ საერთაშორისო სტანდარტების მქონე საწარმოებთან ერთად, ახორციელებს საინჟინრო, ტურიზმისა და აგრალური მიმართულებების პროგრამებს. შრომის უსაფრთხოება მკაცრადაა დაცული.