ახალგაზრდული კლუბი

სსიპ კოლეჯში “ახალი ტალღა “ სტარტი აიღო ახალმა პროექტმა “ახალგაზრდული კლუბი” 🥳 📌კლუბი ხორციელდება ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდობის სააგენტო და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. 📌ახალგაზრდული კლუბი იფუნქციონირებს სსიპ კოლეჯის “ახალი ტალღა” ბაზაზე 6 თვით ვადით. 📌კლუბის მონაწილეები არიან , კოლეჯის სტუდენტები და აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ახალგაზრდები 📌ახალგაზრდული კლუბის მიზანია ახალგაზრდებში იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში დახმარება, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების სრულფასოვნად მონაწილეობისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. #ახალგაზრდობისსააგენტო #ახალგაზრდულიმუშაკი #ესპროფესია