დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

📍მ/წ 17-18 ნოემბერს სასტუმროში “შერატონ ბათუმი” გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონიალი - ტურიზმისა და სამშენებლო მიმართულების დუალური პროფესიული კურსდამთავრებულთათვის📚🎓
📍ღონისძიების ფარგლებში სპეციალური ჯილდო გადაეცა კოლეჯ “ახალ ტალღას” - დუალურ პროფესიულ განათლებაში შეტანილი წვლილისთვის👏👏👏, ხოლო კოლეჯმა “ახალმა ტალღამ” ასევე სპეციალური ჯილდო გადასცა GIZ-ის პროგრამების დირექტორს ქალბატონ სელმა ულრიხს, როგორც “საუკეთესო პარტნიორს”😊, ასევე დაჯილდოვდნენ ბიზნეს-ორგანიზაციები, დუალურ განათლების დანერგვა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
📍შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) - ის წარმომადგენელი - სელმა ულრიხსი, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავჯდომარე, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გენერალური დირექტორი და სსიპ. კოლეჯის “ახალი ტალღა” დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი
📍”ახალი ტალღა” წარმატებებს უსურვებს კურსდამთავრებულებს და მადლობას უხდის ყველას ვინც წვლილი შეიტანა დუალური განათლების წარმატებით განხორციელებაში …🙏