
მ/წ 8 დეკემბერს სსიპ კოლეჯის “ახალი ტალღა” დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი ესწრებოდა ქ. თბილისში სასტუმრო “ბილტმორში” გამართულ შეხვედრას.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ, GIZ -ის პროექტის ფარგლებში ,,დუალური პროფესიული განათლება ტურიზმის სექტორში", გამართა კვლევის პრეზენტაცია "ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის სექტორის პროფესიული უნარ-ჩვევების საჭიროებების შეფასება".
8 დეკემბერi, 2021, სასტუმრო The Biltmore Tbilisi The Biltmore Tbilisi Hotel

გამოკითხვის მიზანი იყო საქართველოს ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის სექტორში საჭირო პროფესიებისა და კვალიფიკაციების შეფასება.

შეხვედრას, ტურიზმის და მასპინძლობის მიმართუელბით დუალური პროგრამების განმახორციელებელი კოლეჯები, დამსაქმებლები, ასოციაციის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე -ნატალია კვაჭანტირაძემ ისაუბრა ტურიზმში დუალური პროგრამების განხორციელების მნიშვნელობასა და პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებზე.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ:
-კარლ ტესტენსენი- გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
-მარიამ ლაშხი- საქართველოს პარლამენტის წევრი, პროფესიული განათლების თემატური მომხსენებელი
-მედეა ჯანიაშვილი - GNTA ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
-თამარ სამხარაძე- უნარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
-კახაბერ ერაძე - EQE დირექტორის მოადგილე
-მაგდა ბოლოთაშვილი- GCCI გენერალური დირექტორის მოადგილე
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯი მერმისის დირექტორმა - ნონა ღუდუშაურმა, კოლეჯი ახალი ტალღის დირექტორმა- ლაშა ხახუტაიშვილმა, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi გენერალურმა მენეჯერმა -ელენე ოთარაშვილმა, სასტუმრო The Biltmore Tbilisi საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა-ანა ვაჩაძემ.
კვლევის პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო ტურიზმის კომიტეტის ხელმძრვანელმა- ნინა კეკელიძემ.

ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები (B2B) კოლეჯებსა და დამსაქმებლებს შორის, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და განათლების სამინისტრო.

The Georgian Tourism Association, within the framework of the GIZ project "Support to the Development Dual TVET in the Tourism Sector" presented research on "The needed occupations and qualifications in the Georgian tourism and hospitality sector
needs assessment ", on December 8, 2021, at The Biltmore Tbilisi Hotel.

The purpose of the survey was to assess the professions and qualifications required in the tourism and hospitality sector of Georgia.

The meeting was attended by employers, members of the Association, representatives of international organizations, and government agencies, Colleges implementing dual programs in the field of tourism and hospitality.

In the second part of the event, B2B meetings were held, between colleges and employers to plan future collaborations.

The event was supported by the German Society for International Cooperation (GIZ) and the Ministry of Education.
საქართველოს პარლამენტი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration
Ministry of Education and Science of Georgia
Georgian Chamber of Commerce and Industry • სავაჭრო სამრეწველო პალატა
-