
მ/წ 14 მარტს სსიპ კოლეჯში ,,ახალი ტალღა" გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SDC) თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა.

შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხემლძღვანელმა ბატონმა გიორგი ნანობაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტზე ,,პროფესიული განათლების მოდერნიზება სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოში".
შეხვედრისას ასევე განიხილეს SDC/UNDP მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგები, კოლეჯში მოეწყო ინფო-ტური.

SDC/UNDP პროექტის ფარგლებში გადამზადებილი სატყეო საქმის სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები