კულინარიული დუელი ქართულ-პოლონურ სამზარეულოებს შორის, სადაც პირველი ადგილი ქართულმა სამზარეულომ და კერძოდ კოლეჯის სტუდენტებმა აიღეს

📍დღეს პოლონეთში სასტუმრო “მერკურში” გაიმართა ღონისძიება “ Battle of Taste” - კულინარიული დუელი ქართულ-პოლონურ სამზარეულოებს შორის, სადაც პირველი ადგილი ქართულმა სამზარეულომ და კერძოდ კოლეჯის სტუდენტებმა აიღეს 👏👏👏👩‍🍳🧑‍🍳🏆🏆🏆
ამისათვის დიდი მადლობა თითოეულ მათგანს და პედაგოგს - ბატონ მამუკა დარჩიას, რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომეს ამ დღეების განმავლობაში👏👏👏
📍კოლეჯის სტუდენტებმა მოამზადეს “ხინკალი”, “აჭარული ხაჭაპური”, “ჩიხირთმა” და “ნიგვზიანი ბადრიჯანი”🥟🥘🥗
📍ასევე სტუდენტებმა შეასრულეს ქართული ცეკვა “განდაგანა” და რამდენიმე სიმღერა, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია საზოგადოებაში…👏👏👏
📍“ახალი ტალღა” დიდ მადლობას უცხადებს პოლონურ მხარეს თბილი და გულუხვი მასპინძლობისთვის☺️☺️☺️🇬🇪🇵🇱🇪🇺