What We Do?

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღას" ხულოს ფილიალი მდებარეობს დაბა ხულოში, შავაძის ქ N3-ში. ფილიალი გაიხსნა 2019 წლის გაზაფხულზე. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოლეჯს გააჩნია უფლებამოსილება დაბა ხულოში განახორციელოს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:

  1. ინფორმაციის ტექნოლოგია;
  2. სასტუმრო მომსახურება;
  3. სატყეო საქმე;
  4. ვეტერინარია;
  5. ელექტროობა.

პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა შეადგენს 150-ს. ფილიალში დასაქმებულია სულ 36 ადამიანი.
ხულოს ფილიალი არის ორსართულიანი შენობა ადაპტირებული გარემოთი, სველი წერტილებით, ლიფტით, ელექტრო და ინტერნეტ კომუნიკაციებით.
ფილიალის სასწავლო ლაბორატორიები აღჭურვილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე სასწავლო ინვენტარით.