ახალი ამბები

სტუდენტების შეხვედრა სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღის" ხულოს ფილიალში

25 მარტს, კოლეჯის "ახალი ტალღა" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "სატყეო საქმე" სტუდენტები და პედაგოგები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, იმყოფებოდნენ კოლეჯის "ახალი ტალღა" ხულოს ფილიალში, სადაც შეხვედრა გაიმართა აღნიშნული პროგრამის სტუდენტებთან.


შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თანამშრომლობისა და ერთობლივი სამომავლო გეგმების განხორციელების შესაძლებლობები. ასევე, წარდგენილი იქნა მიმდინარე მოდული – "სატყეო რეკრეაციული სარგებლობა და საფეხმავლო ბილიკების განვითარება".


დამატებით, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ.



გალერეა