
2026-30-04
30 აპრილს ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნა
სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა” სტუდენტები სტუმრად იმყოფებოდნენ ქობულეთის კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკაში. მათ დაათვალიერეს სივრცე, გაეცნენ ბიბლიოთეკის ფუნქციებსა და მომსახურებებს და შეხვდნენ ბიბლიოთეკარებს, რომელთანაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრა საინტერესო და შთამაგონებელი იყო, რაც ახალგაზრდებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას უწყობს ხელს.
გალერეა