
2026-30-04
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ოზურგეთში გაიმართა მასშტაბური საზეიმო ღონისძიება, რომელიც ასევე მიეძღვნა საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის - სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა".
ჩვენი კოლეჯი წარმოდგენილი იყო კულინარიის, კონდიტერიისა და ბარის მიმართულებებით. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქობულეთური დესერტები, ხოლო განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასმა, რომელშიც ღონისძიების მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ.
ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს!
გალერეა