ახალი ამბები

სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „ხე-ტყის დამზადება“

სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების პროგრამაზე – „ხე-ტყის დამზადება“


რეგისტრაციის პერიოდი: 6-დან 12 მაისის ჩათვლით
სწავლის დაწყების თარიღი: 19 მაისს
სწავლის ხანგრძლივობა: 8 კვირა (2 თვე)


პროგრამა შემუშავებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია (GIZ)-ისა და პროფესიული უნარების სააგენტოს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, პროექტის „მწვანე ტრანსფორმაცია საქართველოში (ECO.Georgia)“ კონტექსტში.

თეორიული სწავლება:სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“მისამართი: ქობულეთი, რუსთაველის ქ. 154
პროგრამის პრაქტიკული ნაწილი:სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის ტერიტორიებზე
პროგრამაში ჩართვის მოთხოვნები: საბაზო განათლება
მინიმალური ასაკი – 18 წელი
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერთიფიკატი
სწავლა სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ: vet.emis.ge 



გალერეა