ახალი ამბები

სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" საგამოფენო სივრცეში მოეწყო თემატური გამოფენა - "ჩემი თვალით დანახული ნარინჯისფერი ქობულეთი"

მ/წ 21 ნოემბერს, სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" საგამოფენო სივრცეში ექსტრაკურიკარული აქტივობების ფარგლებში მოეწყო თემატური გამოფენა - "ჩემი თვალით დანახული ნარინჯისფერი ქობულეთი"

გამოფენაში მონაწილეობდნენ: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სახელოვნებო სკოლის InovART-ის ნორჩი შემოქმედები, სოფელ ქობულეთის წმინდა ნინოს სახელოვნებო სკოლა-სახელოსნოს მოსწავლეები

უნიკალური და მრავალფეროვანი ნამუშევრები კოლეჯის საგამოფენო სივრცეში ორ კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.

გელოდებით ყველას, ვისაც სურს ნარინჯისფერი ქობულეთის ბავშვური შემოქმედების აღმოჩენა და განთავსებული ნამუშევრების დათვალიერება!



გალერეა