
საერთაშორისო თანამშრომლობა კოლეჯ "ახალ ტალღაში"
გასულ კვირას კოლეჯს "ახალ ტალღას" სტუმრობდნენ პოლონელი პარტნიორები - მილიჩის პროფესიული სასწავლებლიდან.
ვიზიტი შედგა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში და მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას
კოლეჯს ესტუმრნენ სასწავლებლის დირექტორი, მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები
ერთობლივი აქტივობების, სამუშაო შეხვედრებისა და კულტურული გასვლების შედეგად, შეიქმნა ნამდვილი თანამშრომლობის და მეგობრობის ატმოსფერო.
გიზიარებთ ჩვენი პოლონელი მეგობრების პოსტს, სადაც ისინი გულწრფელად გამოხატავენ კმაყოფილებასა და მადლიერებას მიღებული შთაბეჭდილებების გამო
ჩვენი კოლეჯისთვის მსგავსი პარტნიორობა წარმოადგენს ახალი შესაძლებლობების, იდეების და განვითარების ბიძგს - მომავალი ახალი ტალღელებისათვის!
გალერეა