ია გოგუძე

ია გოგუძე

"შეზღუდული შესაძლებლობები მხოლოდ სტერეოტიპია" ამბობს ია გოგუაძე, რომელიც 15 წელია უსინათლოა, პროფესიული კოლეჯის დიპლომით კი დღეს ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო ქსელში მუშაობს. როგორც თავად ამბობს, ამაში განსაკუთრებული წვლილი ქობულეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ "ახალ ტალღას" მიუძღვის, სადაც ხმოვანი კომპიუტერის კურსი და ქოლცენტრის ოპერატორის ორთვიანი სწავლება ერთდროულად გაირა, დღეს კი სასტუმრო "ჰილტონის" მიმღებში აღნიშნულ თანამდებობას საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების ფასად იკავებს.

გოჩა ანანიძე

გოჩა ანანიძე

სატუმროში მუშაობის უკვე 6–წლიანი გამოცდილება აქვს გოჩა ანანიძეს. ისიც, 100%–იანი დასაქმების მაჩვენებლის გათვალისწინებით, პროფესიული კოლეჯი "ახალი ტალღას" კურსდამთავრებულთაგან ერთ–ერთი დასაქმებულია, რომელიც სასტუმროს საქმის შესწავლის შემდეგ, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ჯორჯია პალასში" პრაქტიკებზე მისვლისთანავე შტატში აიყვანეს.

თათია სეფერთელაძე

თათია სეფერთელაძე

მოგესალმებით, მე გახლავართ თათია სეფერთელაძე კოლეჯის ,,ახალი ტაღა“ საფინანსო სერვისების კურსდამთავრებული. ამჟამად ვმუშაობ ლიბერთი ბანკში, კერძოდ ვხელმძღვანელობ აჭარაში, ერთ ერთ სერვის ცენტრს..

ავთანდილ მეგრელიძე

ავთანდილ მეგრელიძე

ავთანდილ მეგრელიძე  სსიპ კოლეჯის  "ახალი ტალღა"   ერთ–ერთი წარმატებული და დასაქმებული კურსდამთავრებულია.  

Top