პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურები

რეგისტრაცია

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაციის, ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურები რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნბრძანებით დამტკიცებული პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებით.

რეგისტრაცია ხდება წელიწადში ერთხელ

პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრაციისათვის, აპლიკანტი გადის ავტორიზაციას სპეციალურ ვებგვერდზე (vet.emis.ge) და რეგისტრირდება ელექტრონული განაცხადის მეშვეობით ან მიმართავს სარეგისტრაციო ცენტრს, რომელიც რეგისტრაციას დისტანციურად ახორციელებს ელექტრონული ფორმით, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

რეიტინგული სიები

ცენტრი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა განაწილების

მიზნით ქმნის და ამტკიცებს რეიტინგულ სიებს.

• რეიტინგულ სიებში აპლიკანტების განაწილება ხდება რეგისტრაციისას მათ მიერ არჩეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის/ქულების, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოეფიციენტის მიხედვით.

• რეიტინგულ სიებში აპლიკანტთა ადგილის განსაზღვრის მიზნით, მათ მიერ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულების ჯამი მრავლდება რეგისტრაციის დასრულების მომენტისათვის აპლიკანტის ასაკისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღების სტატუსის შესაბამის კოეფიციენტზე შემდეგი წესით.

• აპლიკანტთა ასაკის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული ქულა მრავლდება შემდეგ

კოეფიციენტზე:

• ა.ა) 19 წლამდე – 1.3;

• ა.ბ) 20-29 წელი – 1.1;

• ა.გ) 29 წელი და ზევით – 1.

• თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მის მიერ მიღებული ჯამური ქულა მრავლდება კოეფიციენტზე – 1.2.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვება

1. თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, რეიტინგული სიების დამტკიცების შემდეგ იგი დადგენილ ვადაში, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ - ერთს და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ მოთხოვნილ .

2. აპლიკანტს, რომელიც ჩაირიცხა მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, აღარ აქვს რეგისტრაციისას მის მიერ მითითებულ სხვა პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება.

3. თუ აპლიკანტთა ჩარიცხვის შემდეგ დაწესებულებებს დარჩათ ვაკანტური ადგილები, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ვაკანტური ადგილების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ აპლიკანტებისათვის, რომელთაც, ვერ მოიპოვეს დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ან მათ მიერ რეგისტრაციისას მითითებულ არც ერთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ გააკეთეს არჩევანი.

4. იმ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ დაწესებულებაში ან მათ მიერ რეგისტრაციისას მითითებულ არც ერთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ გააკეთეს არჩევანი, უფლება აქვთ, განსაზღვრულ ვადაში მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში აირჩიონ მათ მიერ რეგისტრაციისას მითითებული ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც დარჩენილია ვაკანტური ადგილები და მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის მოთხოვნით.

იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვების თავისებურებანი, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში

იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, აპლიკანტის გადანაწილება ხდება ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

ტესტირებაში მიღებული ქულების მოქმედების ვადა

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ტესტირების საფუძველზე ვერ მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვს ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულები შეინახოს და გამოიყენოს მხოლოდ ერთხელ მომდევნო ტესტირების მიზნებისთვის. რეიტინგული სია შედგება შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ეტაპები

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროფესიულ

საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

• რეგისტრაცია;

• მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების

მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასება;

• ტესტირება, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე

აპლიკანტებისათვის, რომლებსაც სურთ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა,

• რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების

50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, მხოლოდ კონკურსი;

• დაწესებულებაში ჩარიცხვა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: vet.ge naec.ge