გმადლობთ რომ გამონახეთ დრო და ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს.
კოლეჯი "ახალი ტალღა", 2012 წელს შეიქმნა, ამავე მისამართზე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე. ჩვენი სასწავლებელი არსებობს 1963 წლიდან, ვახორციელებთ 52 საგანმანათლებლო პროგრამას და ავტორიზებული ვართ 2000-ზე მეტ პროფესიულ სტუდენტზე.

ვრცლად ...

ნახეთ ვიდეო

სიახლეები

01

თებერვალი

ღონისძიება ბიბლიოთეკაში

დღეს საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" ბიბლიოთეკაში მოეწყო ღონისძიება "წიგნი, ცოდნა და გამოცდილება" ღონისძიება მიზნად ისახავდა ინლისური ენის პოპულარიზაციას.

ვრცლად

29

იანვარი

თანამშრომლობის ფორუმი

მიმდინარე წლის 29 იანვარს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" აქტიურად მონაწილეობდა ქ. თბილისში გამართულ თანამშრომლობის ფორუმში სამშენებლო სექტორში 2019 - "პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის". ამ პროექტის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მოხდა კოლეჯის პროფ.პედაგოგების გადამზადება უსაფრთხოების მიმართულებით და მათ გადაეცათ შესამამისი სერთიფიკატები კოლეჯის დირექციის მიერ.

ვრცლად

სტუდენტები ჩვენს შესახებ

  • "ახალი ტალღას" ფიზიკური, ადაპტირებული გარემო გვაძლევს შესაძლებლობას ყველას, შევიძინოთ სასურველი პროფესია. ხარისხიანი სწავლით ავიხდინე ჩემი დიდი ხნის "ოცნება" და გავხდი "ღონისძიების მენეჯერი".
    ამაყი ვარ, რომ ახალტალღელი მქვია!

    ნინო ნოღაიდელი

  • მე ვამაყობ რომ ვსწავლობ საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" სანამ პროფესიული სტუდენტი გავხდებოდი კარგი იმედები მქონდა და ასეც მოხდა ჩემი იმედები გამართლდა, კოლეჯში დამხვდა საუკეთესო გარემო, აქტიური სტუდენტური ცხოვრება, ღონისძიებები და გასართობი სპორტული თამაშები რომელშიცვ აქტიურად ვღებულობ მონაწილეობას.

    ბესიკ კენჭაძე

  • დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა შემესწავლა კომპიუტერული ხმოვანი პროგრამა უსინათლოებისთვის, მაგრამ საშუალება არ მქონდა. ამის გარეშე კი ცოტა რთულია სამსახურის პოვნა. შემიძლია თამამად ვთქვა , რომ კოლეჯმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ძალიან დიდი ცოდნა მივიღე, ძალიან კარგი გარემოა, კარგი პედაგოგები ჰყავთ.

    ია გოგუაძე