ახალი ამბები

შეხვედრა თემაზე: "ოჯახური ძალადობის სახეები და მომსახურებები" და "ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობასთან" დაკავშირებული საკითხები

მიმდინარე წლის 16 აპრილს სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" პროფესიული სტუდენტებისთვის, მოეწყო შეხვედრა თემაზე: "ოჯახური ძალადობის სახეები და მომსახურებები" და "ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობასთან" დაკავშირებული საკითხები.
თემას უძღვებოდა ქობულეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრულ საკითხთა კომისიის თავჯდომარე - ქალბატონი ლია შაქარიშვილი. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრა იყო ინტერაქტიული და საინტერესო პროფესიული სტუდენტებისთვის.



გალერეა