სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯიახცალი ტალღააცხადებს ვაკანსიას და კონკურსს ჟესტური ენის თარჯიმანის 2 შტატგარეშე თანამშრომლის აყვანაზე შემდგომ პოზიციებზე:

1. ჟესტური ენის თარჯიმანი

თანამდებობრივი ვალდებულებები და საკონკურსო პიორობები

ჟესტური ენის თარჯიმანი ერთი შტატგარეშე - პირი, რომელიც სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ახალი ტალღა’’ თმის სტილისტის მე-3 საფეხურის საბიუჯეტო ჯგუფის პროფესიულ სტუდენტს ჟესტურ ენაზე უთარგმნის სასწავლო პროცესს, როგორც თეორიის, ასევე პრაქტიკის ნაწილში სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ჟესტური ენის თარჯიმანი მეორე შტატგარეშე - პირი, რომელიც სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ახალი ტალღა’’ ინფორმაციის ტექნოლოგიის მე-3 საფეხურის საბიუჯეტო ჯგუფის პროფესიულ სტუდენტს ჟესტურ ენაზე უთარგმნის სასწავლო პროცესს, როგორც თეორიის, ასევე პრაქტიკის ნაწილში სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ჟესტური ენის თარჯიმანის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსანტს უნდა გააჩნდეს ჟესტური ენის თარჯიმანის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

განცხადებები მიიღება 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 18 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით;

ჟესტური ენის თარჯიმანის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება: ერთი საკონტაქტო საათი 8.0 (რვა) ლარის ოდენობით, მთლიანი საკონტაქტო საათებისა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სასწავლო გეგმისა და ცხრილების შესაბამისად, რეალურად შესრულებული სამუშაოს გაანგარიშებით, საბოლოო გადაწყვეტილება შრომის ანაზღაურების შესახებ დამტკიცდება კონკურსანტის შერჩევის შემდეგ, დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით ბრძანებით;

გამარჯვებულ კონკურსატებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

განცხადებების მიიღება შემდეგ მისამართზე: . ქობულეთი, .რუსთაველის ქუჩა №154-ში, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა’’ მე-2 სართული, საკონტაქტო პირები: საქმის მწარმოებელი სოფო მოწყობილი 551 17 17 11, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი ლია დოლიძე 577 17 79 59;

კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 21 იანვარს 14:00 საათიდან კოლეჯის საკონფერენციო დარბაზში ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე;

კონკურსანტებიდან გამარჯვებულის გამოვლენა: კონკურსანტებიდან გამარჯვებულის გამოვლენას უზრუნველყოფს კოლეჯის 2019 წლის 15 იანვრის №01-04/03 ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო კომისია ხმათა უბრალო უმრავლესობით საკონკურსო პირობების შესაბამისად, თანაბარი ხმების არსებობის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმას, დასწრების შემთხვევაში მულტიდისციპლინარული გუნდის წარმომადგენლის რეკომენდაციას.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლებელია სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით;