ღონისძიებები

სსიპ კოლეჯი " ახალი ტალღა"

2024-04-20 12:00 - 17:00 სსიპ კოლეჯი " ახალი ტალღა"

"წიგნის კითხვისა და “დედაენის დღისადმი” მიძღვნილი კვირეულების ფარგლებში სსიპ კოლეჯში „ახალი ტალღა“ ჩატარდა ღონისძიება, რომელიც დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.
კვირეულში მონაწილეობდნენ ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების სტუდენტები, კვირეულის ფარგლებში სტუდენტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს დედაენის დღის ისტორია, მოამზადეს პრეზენტაციები, ბუკლეტები, პოსტერები; აიმაღლეს ცნობიერება ქართული ენის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ.
კოლეჯი "ახალი ტალღა" მადლობას უხდის ყველა პროფესიულ მასწავლებელსა და პროფესიულ სტუდენტს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები აღნიშნულ ღონისძიებაში
#თქვენიწარმატებაჩვენიმისიაა