GeorgianGeorgiaRussianEnglish (UK)

EFQM-ის ,,გზით სრულყოფაზე“ ორიენტირებულ განვითარებასთან

დაკავშირებული საქმიანობა

        EFQM-ის ,,გზით სრულყოფაზე“  მოდელი ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ დანერგილი სისტემაა ორგანიზაციული მენეჯმენტის განვითარებისა და სრულყოფის კუთხით. ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზაციებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM მოდელის - „გზა წარმატებისაკენ“ გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს მართვის კომპლექსურ ჩარჩოს. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯიახალი ტალღა“ 2015 წელს ჩაერთო და 2016 წელს ერთ-ერთმა პირველმა წარმატებით გაიარა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელი (EFQM Excelence Model) - „გზა სრულყოფისკენვალიდაცია.  2016 წლის 13 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით შიდა ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის მოდელის“ დანერგვის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ დაჯილდოვდა და მიენიჭა EFQM-ის პირველი დონის - „სწრაფვა წარმატებისკენ“ აღიარება.

(იხ. ბმული http://eqe.gov.ge/geo/news/show/343/1437)

        EFQM-ის მოდელის მიხედვით კოლეჯში მეორე დონის აღიარების მოსაპოვებლად  განხორციელდა თვითშეფასება, რის საფუძველზეც შიდა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებელი პროექტები დაიგეგმა.