GeorgianGeorgiaRussianEnglish (UK)

14.07.2017

2017 წლის 14 ივლის საზოგადოებრივ კოლეჯში „ ახალი ტალღა“ ჩატარდა საინფორმაციო სემინარი-კონფერენცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების მონაწილეობით. 
სემინარს ესწრებოდა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული სასწავლებლების პარტნიორები ბიზნეს სექტორიდან, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე. სემინარი მიზნად ისახავდა წარმატებული მაგალითების გაზიარებას.

20017452 1378741195507657 6286484470926301634 o 19983641 1378741308840979 2311141042895496079 o 20017837 1378744238840686 1119062667170533118 o

25.05.2017

დღეს საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ 54 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში კოლეჯში მოეწყო: საიუბილეო კონფერენცია, ინფო-ტური, სტუდენტური გამოფენები კოლეჯის ეზოში, გამოფენები სამზარეულოს, საკონდიტროსა და ბართენდერის მიმართულებით და დასკვნითი მინი-კონცერტი.
-
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და საკრებულოს წარმომადგენლები,ხვადასხვა ბიზნეს კომპანიები, აგრეთვე კოლეჯის უცხოელი პარტნიორებიგერმანია, უკრაინა, ესტონეთი, მოლდავეთი და სომხეთის რესპუბლიკიდან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ კოლეჯთან.