24 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" ჩატარდა კოლეჯის 55 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში კოლეჯში მოეწყო საიუბილეო კონფერენცია თემაზე: "საერთაშორისო პროექტები პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებთან", სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა, პროფესიული პროგრამების და პარტნიორი ბიზნეს-ორგანიზაციების გამოფენა, ასევე მოხდა პროფესიული პედაგოგებისათვის სერთიფიკატების გადაცემა. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ა.რ მთავრობის თავჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის . უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის . განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის . სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინე წეროძე, დარგობრივი კომიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე, აგრეთვე დელეგაციები გერმანიის, პოლონეთისა და ესტონეთის რესპუბლიკიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნეს პარტნიორები.

33464063 1667375436644230 7084125186940731392 n 33464046 1667381869976920 5487321745754947584 o 33404491 1667375546644219 916647880410791936 n