მ/წ 6 ივნისს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ბელორუსიის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება და ახალი პროგრამის დანერგვა, უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციებში. კონფერენციას ესწრებოდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, პროფესიული კოლეჯის დირექტორი გიორგი გოგიტიძე, სსიპ ბათუმის სახელმწოფო მუსიკალური ცენტრის დირექტორი გიორგი მიქელაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის კერძო სექტორისა და პროფსიული განვითარების ექსპერტ-კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში ირაკლი შურღულაია, ასევე კოლეჯის ბიზნეს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული საკითხით. ამ პროგრამის შემუშავება ითვალისწინებს, კვალიფიციური კადრების მომზადება -გადამზადებას, კოლეჯის პროფ.პედაგოგებისა და სტუდენტების გაცვლით პროექტებში ჩართულობას და კვალიფიციური კადრებით შრომითი ბაზრის მომარაგებას. ამ საკითხების ირგვლივ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები კოლეჯს "ახალი ტალღა", კოლეჯს "ბლექსის" და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს შორის.

36240555 1704671412914632 6007950805133426688 o 36321583 1704673302914443 5442429261518471168 o 36200344 1704673392914434 1353171000413388800 o