მ/წ 19 ივლისს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" მიმდინარეობს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შეხვედრა თემაზე: „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის წარმატებული მაგალითების გაზიარება".

შეხვედრის მიზანია დამსაქმებლებთან თანამშრომლობის კონტექსტში პროფესიულ საგანმანათლებლო

დაწესებულებს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და წარმატებული მაგალითების გაზიარება.

ღონისძიების ფორმატი გულისხმობს შემდეგ აქტივობებს: პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მხრიდან, დამსაქმებლებთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითზე გაკეთდება მოკლე პრეზენტაციები, რომლებშიც

განხილული იქნება პარტნიორ დამსაქმებელთა მოძიების, მათი იდენტიფიცირების, თანამშრომლობის ეტაპები დაგეგმვისა და სამოტივაციო მექანიზმების შემუშავების საკითხები. ასევე, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითზე გაიცემა რეკომენდაციები.

37375870 1739115009470272 445939702655090688 o 37377539 1739115242803582 2426049583231533056 o 37363762 1739115396136900 5191166927308849152 o