
2026-02-16
17 თებერვალს სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" სტუმრად იმყოფებოდა სასტუმროს "კაპო ვერდე" წარმომადგენელი.
შეხვედრის მთავარი მიზანი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება და პროფესიული სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობების განხილვა იყო. დამსაქმებელმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო კომპანიის საქმიანობა, სასტუმროს სპეციფიკა და მომსახურების სტანდარტები. ასევე ისაუბრა შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე, არსებულ გამოწვევებზე და იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია წარმატებული პროფესიული განვითარებისათვის.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მოტივაცია შექმნა სამომავლო კარიერული ნაბიჯების დაგეგმვისთვის.
გალერეა