ახალი ამბები

Mercy Corps-ის წარმომადგენლები კოლეჯში

საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps-ის წარმომადგენლობასა და სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

დოკუმენტს ხელი Mercy Corps-ის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, ირაკლი ქასრაშვილმა და კოლეჯი "ახალი ტალღის" დირექტორმა, დავით მჭედლიშვილმა, მოაწერეს.

 

მემორანდუმის ფარგლებში, კოლეჯი უზრუნველყოფს, ეფექტიანი საკომუნიკაციო მექანიზმების გამოყენებით, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სამიზნე ჯგუფებში, ასევე, საინფორმაციო შეხვედრებისა და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას.

 

მადლობა მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის სსიპ კოლეჯი " ახალი ტალღა".



გალერეა