
2026-04-27
პატარა ნაბიჯი შენგან - დიდი ცვლილება დედამიწისთვის!
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" ბაღის დიზაინის პროფესიულმა მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გარემოზე ზრუნვისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის იდეა პრაქტიკულ აქტივობად აქციეს.
სტუდენტებმა დარგეს ხეები, შეარჩიეს დეკორატიული მცენარეები სხვადასხვა ლოკაციაზე და გაეცნენ ლანდშაფტის დაგეგმარებისა და ეზოს დიზაინის პრაქტიკულ პროცესს.
აქტივობა დედამიწის დღეს მიეძღვნა და მიზნად ისახავდა გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმას.
გალერეა