ახალი ამბები

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" ევროპელ სტუმრებს მასპინძლობს

სსიპ კოლეჯმა "ახალი ტალღა" უმასპინძლა საერთაშორისო დელეგაციებს - სერბეთიდან - ქალაქ კრალევოს სატყეო სკოლის "შუმარსკას" წარმომადგენლებს, ასევე პოლონეთიდან - ობორნიკის დამეგობრებული ქალაქისა და კოლეჯის დელეგაციას.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სასწავლო გარემოს, პროფესიული განათლების პროგრამებსა და მიმდინარე პროექტებს. დელეგაციის წევრები შეხვდნენ კოლეჯის დირექტორს, სადაც მხარეებმა ისაუბრეს პროფესიული განათლების განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს ვიზიტისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.



გალერეა